კაკას ბრწყინვალე დასაწყისი

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო...


უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდი კაკას ბენეფისად იქცა. "ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას საშუალება ჰქონდა დამტკბარიყო ბრაზილიელის საოცარი თამაშით. იმ საღამოს რიკიმ ერთი გოლი თავად შეაგდო, ერთი კი ბენზემას გაატანინა. გარდა ამისა, იგი მთავარი შემოქმედი იყო ყველა შეტევისა. მიიღო მონაწილეობა იმ ბრწყონვალე კონტრშეტევაშიც, რომელსაც რონალდოს გოლი მოჰყვა. კაკას კარგმა თამაშმა მწვრთნელისა და თანაგუნდელების აღტაცება გამოიწვია.

ემილიო ბუტრაგენიო: "გამოსარჩევია კაკას თამაში, რომელიც ძალიან აქტიურობდა."

აიტორ კარანკა: "კაკას ძალიან რთული პერიოდი ედგა, საბედნიეროდ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ მის სახეზე ღიმილს. ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებს, რაც კარგის ნიშანია როგორც მისთვის, ასევე გუნდისათვის. იგი დიდებული ფეხბურთელია და აუცილებლად დაეხმარება მადრიდის "რეალს" წარმატების მიღწევაში."

სერხიო რამოსი: "კაკას თამაშით გახარებულნი ვართ, დიდი ხანი ველოდით მის ასეთ ასპარეზობას და როგორც იქნა მან ფორმა აღიდგინა. ის გუნდისათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნებისმიერ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია."

იკერ კასილასი: "პირველ რიგში უნდა აღვნიშნო კაკას ბრწყინვალე თამაში, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რიკი კარგ ფორმაშია და მზად არის დაეხმაროს გუნდს."


როგორც ბრაზილიელი აცხადებს, ის ძალიან ბედნიერია მადრიდის "რეალში". მიმდინარე სეზონში მან უკვე ხუთ მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება, საუბარია "ლა ლიგაზე". ორ მათგანში რიკიმ ძირითადიდან დაიწყო თამაში. მან "პრიმერას" სადებიურო შეხვედრაშივე გამოიჩინა თავი. შეცვლაზე შემოსულმა "სარაგოსას" ულამაზესი გოლი გაუტანა, რომელიც შემდგომ მეორე ტურის საუკეთესო გოლადაც დაასახელეს. მეორე გოლი რიკარდომ "ხეტაფეს" გაუტანა მადრიდულ დერბიში. "რაიო ვალეკანოსთან" კი ბრაზილიელმა თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც შემდგომ რონალდომ აქცია გოლად. ეს, რაც შეეხება, ესპანეთის ჩემპიონატს. წელს, მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე სამშაბათს საღამოს შედგა. შეგახსენებთ, რომ "დინამოსთან" მატჩი მან ტრავმის გამო გამოტოვა.

როგორც იცით, გასული სეზონის უდიდესი ნაწილი კაკას ტრავმის გამო გაუცდა. რაც შეეხება მის პირველ სეზონს "რეალში", რიკიმ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "ლა ლიგაში", აქედან 21-ში ძირითადიდან დაიწყო თამაში, გაუტანა რვა გოლი და 7 საგოლე პასიც მიითვალა. შედეგიანობის მიხედვით იგი მხოლოდ რონალდოსა და იგუაინს ჩამორჩებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე და ორი საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. სულ კი 7 შეხვედრაში მოუწია თამაში. ჯერ კაკას მხოლოდ 6 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან ყველაში საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ იგი ფორმას იღდგენს და ძველი კაკა ბრუნდება...

ასეთი სტარტით თავად რიკიც აღფრთოვანებულია: "კვლავ მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში და ფიზიკური პრობლემები აღარ მაწუხებს, დარწმუნებული ვარ პროგრესირებას განვაგრძობ და წარმატებას მივაღწევ სამეფო კლუბის შემადგენლობაში."

მაშ ასე, "ოქროს ბიჭუნა" კვლავ ბრწყინავს, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მისი ლამაზი თამაშით დავტკბეთ.... dle 10.1

  • wishmaster
  • 30 სექტემბერი 2011
  • 2919
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)