არბელოა: "ყველაფრის მოგება გვინდა"

"რეალინტერვიუს" რიგით მეოთხე გმირი, ალვარო არბელოა გახლდათ.


- გამარჯობა ალვარო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის....სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო.თქვენ უკვე 6 ქულას მოუყარეთ თავი ფაქტიურად ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზე ხართ.როგორ ფიქრობ, რა არის ასეთი კარგი სტარტის გასაღები?
- კარგად ვიცით, რომ ტურნირის მაჟორულ ნოტაზე დაწყება, საკმაოდ მნიშვნელოვანია.მოპოვებული 6 ქულა, მშვიდად ყოფნის საშუალებას გვაძლევს.რეალურად, ხელსაყრელ პოზიციაში ვართ.

- როგორ აფასებთ შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე?
- აღნიშნულ ჩემპიონატზე ასპარეზობა ნამდვილად რთულია, რამეთუ რთულ გუნდებთან გიწევს პაექრობა, თუმცაღა ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების.

- გასულ სეზონში, სამეფო კლუბი საკმაოდ ახლოს იყო პრიმერას ტიტულთან.რას ფიქრობთ მიმდინარე წლის ლა ლიგაზე?
- მინდა გითხრათ, რომ არც ესპანეთის პირველობაა მარტივად გადასალახი."ბარსელონას" ძლიერი მხარეა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ძალებით შევეცდებით ლა ლიგის მოგებას.ვგონებ, წლეულს უკეთესად გამოვიყურებით.

- მოურინიოს მოსვლის შემდეგ, "რეალმა" ნავსი გატეხა, როგორც ლიგაზე, ასევე პრიმერაში.რას იტყვით, სამეფო თასის დაუფლებაზე?
- ნამდვილად დიდებული განცდა იყო "კოპა დელ რეის" მოგება.მინდა, რომ უსასრულოდ განმეორდეს ასეთი დღეები.

- რას გვეტყვით ინგლისში გატარებულ წლებზე...
- დიდ ბრიტანეთში 2 წლიწად ნახევარი ვთამაშობდი.ლივერპულთან ტკბილი მოგონებები მაკავშირებს.არ დაგიმალავთ, რომ ძალიან მხიბლავს ეს გუნდი, ქალაქი, სტადიონი, ქომაგობა..."ენფილდზე" თამაში დიდი სიამოვნება და გამოცდილება იყო.დიდ მადლობა ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის.

- თქვენ მადრიდის "რეალის" კანტერანოსი ხართ."დეპორტივოსა" და "ლივერპულში" ბურთაობის შემდეგ, კვლავ მშობლიურ გუნდში დაბრუნდით...
- დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა მადრიდელისათვის, პირველ გუნდში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.მოხარული ვარ აქ ყოფნით.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მოუმ აღნიშნა, რომ არბელოასნაირ ფეხბურთელზე არცერთი მწვრთნელი იტყვის უარსო...
- ძალიან გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დამრიგებელი ჩვენთან მუშაობს.ჟოზე ნიშანდობლივი ფიგურაა.პირადად მე, ძალიან ბევრს ვსწავლობ პორტუგალიელისგან.

- აღსანიშნავია, რომ შარშანმოსულმა ახალწვეულებმა სწრაფად გაიარეს ადაპტაცია.ზოგადად, რას გვეტყვი ახალ მადრიდისტებზე?
- ვფიქრობ, რომ ახალწვეულები ხარისხიანი მოთამაშეები არიან.იოზილზედ, ხედირაზეც, შაჰინზეც და კალეხონზეც, ზედმეტია საუბარი.ჩვენ კარგი გუნდი გვყავს.

- რას იმედოვნებ მიმდინარე სეზონში?
- რა თქმა უნდა, მინდა ყველაფრის მოგება და მეტი სათამაშო დრო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)