რას წერს პრესა?

ესპანურმა თუ ევროპულმა პრესამ კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავი გოლი განხილვის საგნად აქცია...


El Mundo : "მათ მეტოქე დააჩოქეს"

El Mundo-ს ჟურნალისტ ხესუს ალკაიდეს სტატიიდან ამონარიდი:

"ეს იყო ფეხბურთის დღესასწაული. იყო საოცარი მომენტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გენიალურმა ფეხბურთელებმა. მათ 70 000 ადამიანის აღტაცება გამოიწვიეს. ბურთთან მხოლოდ ერთი შეხება, კაკა, რონალდო, ოზილი, ბენზემა, მათ რამდენიმე წამში მოხარხეს მეტოქის დაჩოქება."


La Razón : "ფუფუნება, ვიზუალური სიამოვნება"

La Razón-ის ჟურნალისტ ჯულიენ რედონდოს სტატიიდან ამონარიდი:

"მხოლოდ ერთი შეხება ბურთთან, ეს საოცარია. ერთი შეხედვით ეს მარტივი ჩანს: ოზილი, კრიშტიანო, კაკა, ოზილი, ბენზემა, კრიშტიანო, გოოოლ. ეს იყო ფუფუნება, ვიზუალური სიამოვნება."


ABC : "ეს იყო ხუთი დიდი შეხება"

ABC-ის ჟურნალისტ ხოსე მანუელ კუელარის სტატიიდან ამონარიდი:

"ეს იყო ხუთი დიდებული შეხება ბურთთან. ბურთი ოზილს მოუვიდა და ამ დროს "აიაქსი" უკვე გარდაცვლილი იყო. მან გააკეთა ზუსტი, ძალიან ზუსტი გადაცემა, ისევე როგორც ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ გაიტანა."


El País : "პირველი გოლი "აიაქსთან" ნობელის პრემიას იმსახურებს"

El País-ის ჟურნალისტ ხოსე სამანოს სტატიიდან ამონარიდი:

"პირველი გოლი "აიაქსთან" ნობელის პრემიას მოიგებდა სტრატეგიაში. ოზილი, კაკა, კრიშტიანო და ბენზემა... ისინი სინქრონულად მოქმედებდნენ, ერთი შეხება, ელვისებური სისწრაფე.. ეს იყო სიმფონიური, მომხიბვლელი, დამანგრეველი..."


Marca : "ყველა მოწოდების სიმაღლეზე იდგა"

Marca-ს ჟურნალისტ სანტიაგო სეგუროლას სტატიიდან ამონარიდი:

"ელვისებური სისწრაფე, საოცარი სიზუსტე, ერთი შეხება ბურთთან... კომბინაციაში მონაწილეობა შესანიშნავმა ოთხეულმა მიიღო - რონალდო, კაკა, ოზილი, ბენზემა. კრიშტიანომ შეტევა გოლად აქცია ელეგანტური დარტყმით. "


As : "ეს იყო ბრწყინვალე გოლი"

As-ის ჟურნალისტ ხუანმა ტრუებას სტატიიდან ამონარიდი:

"პირველი გოლი ხელოვნების ნიმუში იყო. გასაოცარი შეხება ბურთთან, რომელმაც გუნდის ნახევარი მოიცვა და დაასრულა კრიშტიანო რონალდომ."


La Gazzetta dello Sport : "ეს უბრალოდ შედევრი იყო"

"პირველი გოლი უბრალოდ შედევრი იყო. ოზილის შესანიშნავი პასი ბენზემას, ფრანგის არანკლებ ლამაზი და ზუსტი გადაცემა და რონალდოს დაგვირგვინება."


De Telegraaf : ""აიაქსის" დაცვა დარღვეულ იქნა"

"სწრაფი მოძრაობებით "რეალმა" "აიაქსის" დაცვა დაარღვია. კრიშტიანო რონალდომ ბურთთან ზუსტი შეხებით შეტევა წარმატებით დაასრულა."


De Volkskrant : "ეს იყო სისწრაფისა და კლასის ეტალონი"

"ეს იყო სისწრაფისა და კლასის ეტალონი. ვისაც კი უმგზავრია პარიზის სწრაფმავალი მატარებლით, გაოცებული დარჩენილა იმით, თუ რა ნელა მოძრაობდნენ ავტომობილები მატარებლის გასწვრივ. ზუსტად ასეთი სხვაობა იყო "რეალისა" და "აიაქსის" ფეხბურთელებს შორის."


The Guardian : "შესანიშნავი კონრშეტევა გასაოცარი დასასრულით"

""აიაქსის" დაცვა შუაზე გაიხლიჩა. ბურთი ჯერ რონალდოს მიუვიდა, შემდეგ კაკა, ოზილი, ბენზემა , ისევ რონალდო და პორტუგალიელმა 25-ე წუთზე ლიგაზე რიგით 29-ე გოლი გაიტანა."


espn.com : "მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელიც ჟოზე მოურინიოს შეგირდების მსგავს კონტრშეტევას ჩაშლის"

"მატჩი თანაბრად დაიწყო, მაგრამ ვერცერთი გუნდი მსოფლიოში ვერ შეძლებს ჟოზე მოურინიოს შეგირდების კონტრშეტევის შეჩერებას. რონალდოს, კაკას, ოზილისა და ბენზემას საოცარი სისწრაფე და კრიშტიანოს დამაგვირგვინებელი დარტყმა."
dle 10.1

  • wishmaster
  • 29 სექტემბერი 2011
  • 3927
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)