რაული:"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბევრი მუშაობაა საჭირო"

მადრიდის "რეალის" კაპიტან რაულს ძალიან სურს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე" სწორედ "სამეფო კლუბმა" მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აცხადებს, რომ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო.


"ჩვენ გვაქვს ოცნება ვითამაშოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში, მაგრამ ეს საჭიროებს ბევრ სამუშაოს" – ეს განაცხადა რაულმა ცერემონიაზე, სადაც დამტკიცდა, რომ Bwin და "რეალი" 2013 წლამდე იქნებიან პარტნიორები. მასთან ერთად იყვნენ გუნდის ვიცე–კაპიტნები: კასილასი, სერხიო რამოსი და გუტი.

"ელ კაპიტანოს" განცხადებით გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი წამოიწყო, რამაც გულშემატკივრებს მისცა იმედი იმისა, რომ "სამეფო კლუბი" ძველ დიდებას დაიბრუნებს. "ამ პროექტმა გულშემატკივრებს იმედი მისცა, რომ ჩვენ ისევ ძველ დიდებას მივაღწევთ და ტიტულებს მოვიპოვებთ".

რაული ასევე შეეხო გუნდის კარგ თამაშს სეზონის სტარტზე. "გულშემატკივარს მოსწონს ჩვენი თამაში და ვიცით, რომ უფრო უკეთაც შეგვიძლია. იმედია ხალხი კმაყოფილია ჩვენი თამაშით".

ასევე ამ თემას შეეხო სერხიო რამოსიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სტადიონზე თამაში მას უდიდეს მოტივაციას აძლევს და ყველაფერს გააკეთებს, რათა გუნდმა მოიგოს მეათე საჩემპიონთალიგო თასი.


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 29 სექტემბერი 2009
  • 5218
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)