დი მარია : "ჩემპიონთა ლიგა უმნიშვნელოვანესია"

სამეფო კლუბის არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე თემა მიმოიხილა...


თქვენ მადრიდში უკვე 2 წელია ხართ, რა შეიცვალა ამ დროში?

რა თქმა უნდა ბევრი რამ, პირველ რიგში შევეჩვიე ცხოვრების მადრიდულ რიტმს, რომელიც ლისაბონურისგან ბევრად განსხვავდება და ბევრად უფრო საინტერესოა.

ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად მოთამაშედ მოისაზრებით, ეს დამატებითი მოტივაციაა?

მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ და მასთან მუშაობა მართლაც დიდ მოტივაციას მაძლევს, მაგრამ უფრო მეტი მონდომება მაშინ გაქვს, როდესაც ხვდები, რომ "ბლანკოსის" ღირსებას იცავ და გულშემატკივარი მუდმივად საუკეთესო შედეგს გთხოვს.

ლა ლიგაში არც ისე სტაბილურად გამოიყურებით, ბოლო წლებში ასეთი ცუდი სტარტი "რეალს" არ ჰქონია, რას უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი?

მცირე ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და ეს უბრალო გაუგებრობა იყო, რაიო ვალეკანოსთან მოგებამ ძალა შეგვმატა და მივხვდით, რომ კვლავაც შეგვიძლია ლამაზად თამაში და გოლები გატანა, სტარტი შესანისნავი გვგქონდა, მაგრამ შემდეგ უეცრად მოხდა ეს ყველაფერი.

ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ წინასასეზონო მომზადების დროს ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდით...

დიახ, მართლაც შესანიშნავი თამაშები ჩავატარეთ და ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ. დამერწმუნეთ ჩავლილმა ტურნეებმა შედეგი გამოიღო, "ლევანტესთან" და "რასინგთან" ვერმოგებული შეხვედრები მხოლოდ შემთხვევითობაა, ჩვენ კარგ ფორმაში ვართ.

პიჩიჩის ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ კრიშტიანო და მესი ლიდერობენ...

ორივე ადამიანი იმსახურებს ამ ჯილდოს, რადგან ორივეს უმაღლესი კლასი აქვს. რონალდო ჩემი თანაგუნდელი და ცხოვრების მეგზურია, იგივე შემიძლია ვთქვა ლეოზე, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩვენ ერთად ვირჯებით, ორივე მოთამაშესთან თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მათ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

ზაგრების წინააღმდეგ კარგად ითამაშეთ და ულამაზესი გოლი გაიტანეთ, არის საუბარი, რომ ეს გოლი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ეპიზოდი იქნება...

გამიხარდება თუ ასე მოხდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული და არ არის გამორიცხული კიდევ ბევრი ესთეტიკური გოლი ვნახოთ.

მომდევნო შეხვედრაზე რას იტყვით?

უმძიმესი მატჩი გველის, ამსტერდამის აიაქსი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია, რომელსაც ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები ჰყავს, დარწმუნებული ვარ ძალების მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს, რადგან მოგება გვსურს, ჰოლანდიელები კი უბრძოლველად არაფერს დათმობენ, ასევე აღსანიშნავია, დე ბური, რომელიც ნამდვილი ანტიმადრიდისტაა და ყველანაირად ეცდება მინიმუმ 1 ქულის მოპოვებას.

მატჩი ბერნაბეუზე გაიმართება, ალბათ კარგი იქნება თუ გულშემატკივრები რამდენიმე გოლს ნახავენ...

გეთანხმებით, შესანიშნავი იქნება თუ 3-4 გოლს გავიტანთ და არცერთს არ გავუშვებთ (იცინის).

რას იტყვით რიკარდო კაკას თვალნათლივ პროგრესზე?

რიკი ბრწყინვალე მოთამაშეა და მისი დონის ფეხბურთელები მსოფლიოში ცოტანი არიან, გვიხარია და ვამაყობთ იმით, რომ ბრაზილიელი ჩვენი თანაგუნდელია, კაკას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ბრწყინვალედ ასპარეზობა და მატჩის ბედის გადაწყვეტა.

როგორ ფიქრობთ, წინა ხაზში პრობლემები გაქვთ?

რა თქმა უნდა არა. იმიტომ, რომ ბევრი გოლის გატანას ვახერხებთ, ჩვენ გვყავს კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი, კაკა და კიდევ ბევრი უმაღლესი კლასის შემტევი.

გოლების გატანას ნამდვილად ახერხებთ, მაგრამ 180 წუთი კარის აუღებლად ყოფნა "ბლანკოსისთვის" არც ისე კარგის მანიშნებელია, წინა მატჩებში სწორედ ასე მოხდა...

ეს იყო შემთხვევითობა და მეტი არაფერი, საგოლე მომენტებს ნამდვილად ვქმნიდით, მაგრამ ფორტუნამ გვიღალატა.

ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებად რომელ გუნდებს დაასახელებდით?

მანჩესტერ იუნაიტედს, მილანს, ბარსელონას და რაღა თქმა უნდა ჩვენს გუნდს. ვფიქრობ, სწორედ ეს 4 გუნდი გაარკვევს ჩემპიონის ბედს. განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო ინლისელთა თამაში, ფერგიუსონის შეგირდები შესანიშნავად ირჯებიან და მათი თამაშის ყურება მართლაც სასიამოვნოა.

რას იტყვით კოენტრაოზე?

ფაბიო ბრწყინვალე ადამიანი და ფეხბურთელია, იგი სწორედ "ბენფიკაში" თამაშობდა, როდესაც კოენტრაო "ბლანკოსში" მოვიდა ყველანაირად ვეცადე, რომ ადაპტაცია მალე გაევლო, იგი უკვე შეეჩვია ესპანეთის დედაქალაქს და თავს ძალიან კარგად გრძნობს, ფაბიო ჟოზეს ერთ-ერთი ფავორიტია, მწვრთნელს ძალიან მოსწონს მისი მონდომება და ბრძოლისუნარიანობა.

გუნდში შარშან მოხვედით, მაგრამ ვერც ლა ლიგა მოიგეთ და ვერც ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ორივეს მოგებასთან ახლოს იყავით...

იმედს გამოვთქვამ, წელს ვითარება შეიცვლება და მოვახერხებ ჩემპიონთა თასის აწევას. უკვე დროა მადრიდის "რეალმა" მეათედ მოიგოს ხსენებული ტურნირი და თასების კოლექცია უფრო გაამდიდროს.

ლა ლიგის მოგება არ გსურთ?

რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრიორიტეტულია, დამერწმუნეთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება, მეც და გულშემატკივრებსაც უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს, ამიტომ პირველ რიგში ევროპულ ასპარეზზე ვარ გადართული, თუმცა ლა ლიგაში არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენ და ფერნანდო გაგოს ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, გული დაგწყდათ მისი წასვლის გამო?

ეს ფერნანდოს არჩევანი იყო, რომელსაც პატივი უნდა ვცე. გაგომ იტალიისკენ აიღო გეზი, მაგრამ მეგობრობა არ დამთავრებულა, მასთან ხშირად მაქვს სატელეფონო კონტაქტი.

რას ელით სეზონისგან?

მხოლოდ და მხოლოდ ტიტულებს, ჩვენი მიზანი თასების მოგებაა. დასაცავი გვაქვს სამეფო თასი, არ ვაპირებთ "copa Del Rey"- ს ტიტულის გაჩუქებას. ასევე უნდა გავიმარჯვოთ ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში. dle 10.1

  • Hala
  • 26 სექტემბერი 2011
  • 1878
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)