ზიდანი: "მადრიდისტებს სჯერათ მოურინიოსი"

სამეფო კლუბის პირველი გუნდის დირექტორი ზინედინ ზიდანი, "Realmadrid.com"-ს ესაუბრა.


- მადრიდის "რეალმა" ლა ლიგაზე პირველი ორი თამაში წარმატებით დაასრულა, ხოლო შემდეგ კი მარცხი განიცადა "ლევანტესთან" და ფრე გააგორა "რასინგთან."ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელებმა რწმენა და ერთიანობა დაკარგეს...
- ჩვენი ქომაგები მშვიდად უნდა იყვნენ, რამეთუ მოურინიო და ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვების მისაღწევად."რეალის" ირგვლივ უამრავი ხმა ვრცელდება, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ ერთიანი ძალა ვართ.

- იმაზეც წერენ, რომ შემადგენლობის ნაწილი მოუს აღარ ენდობა...
- ჩვენ გვყავს დიადი გუნდი, რომელსაც სათავეში უდგას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო.მჯერა, რომ ფეხბურთელებს და ქომაგებს სჯერათ ჟოზესი.კარგად ვიცით, რომ სეზონში რთული პერიოდი ყველას უდგება.ბუნებრივია, 4 თამაშით ჩემპიონი ვერ გახდები.საჭიროა, მუშაობის გააგრძელება.მოუმ ზუსტად იცის, თუ რა პასუხისმგებლობა აწევს ზურგზე.ასე, რომ საგანგაშო არაფერია.

- არ ფიქრობთ, რომ სეზონის ამ ნაწილში "რეალს" საკმაოდ გადამატებული კრიტიკა დაატყდა თავს?
- ზოგადად, ყველაფერს, რაც ხდება "ბლანკოსის" ირგვლივ, დიდი გამოხმაურება სდევს უკან.გუნდს აქვს საკმარისი რესურსები იმისა, რომ გაახაროს საკუთარი გულშემატკივრები.შესაძლებელია, ამ ეტაპზე საუკეთესო კონდიციებში არ ვიყოთ, მაგრამ "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ეს მწვრთნელი და ფეხბურთელები თავიანთ კვალს დატოვებენ კლუბის ისტორიაში. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)