ნოვიც ველიკოვიჩის ინტერვიუ

ფლორენტინო პერესმა მადრიდის "რეალში" მოსვლის შემდეგ არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბს მიაქცია ყურადღება. მან იზრუნა საკალათბურთო კლუბის გაძლიერებისათვის და გუნდში მოიყვანა ახალი მოთამაშეები. გუნდის უკანასკნელი ტრანსფერი ამ სეზონში გახდა ნოვიც ველიკოვიჩი, რომელიც გახლდათ ერთ–ერთი წამყვანი ვარსკვლავი ახლახანს დასრულებული ევროპის ჩემპიონატისა, სადაც მან მოიგო ვერცხლის მედალი სერბეთის ნაკრებთან ერთად.


როგორ წარიმართა თქვენი პირველი დღეები "რეალში"?

ეს დღეები შესანიშნავი იყო. პირველად ვთამაშობ საზღვარგარეთულ კლუბში. ცოტა ხანია, რაც ჩამოვედი და მსურს სწრაფად გავიცნო მოთამაშეები და მწვრთნელები. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო.

უკვე თვლით თავს "რეალის" ნამდვილ წევრად?

ყველა პარტნიორი ძალიან დამეხმარა. პირველი დღეები რთული იყო, მაგრამ ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მე უკვე მაქვს ურთიერთობა ყველა კალათბურთელთან.

ვინ გაგაოცათ ყველაზე მეტად?

"რეალის" ყველა მოთამაშე – ტოპ–კლასისაა. ამ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. ყველანი საუკეთესოები ვართ.

რა შეგიძლიათ გუნდს მისცეთ?

ენერგია და შრომისმოყვარეობა. ასევე შემიძლია ვიყო კარგი მეგობარი.

როგორ აფასებთ სერბეთის ნაკრების ვერცხლის მედალს ევროპის ჩემპიონატზე?

ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. ჩვენ ვიყავით ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები ამ ტურნირზე. ეს იყო სერბეთის კალათბურთის მიღწევა შვიდი–რვა წლის შემდეგ. ჩვენ გავხდით ვერცხლის მედალოსნები. ისინი საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ მეორე ადგილითაც კმაყოფილი ვარ. შესაძლოა უფრო ბევრს მივაღწიოთ მსოფლიო ჩემპიონატზე.

ესპანეთმა საუკეთესოდ ჩაატარა ტურნირი.

ჩვენ ესპანელებს მოვუგეთ პირველ მატჩში, მაგრამ ფინალში მათ გაგვანადგურეს. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. პოლ გასოლი საუკეთესო იყო, მაგრამ მხოლოდ ის არა. ისინი ყველა მატჩში უმატებდნენ და გასოლიც მათთან ერთად.

ესაუბრებოდით ახალ მეგობრებს ჩემპიონატის მიმდინარეობისას?

დიახ, მაგრამ ბევრი თამაში იყო და დასვენების დრო არ გვქონდა. მაშინ ვსაუბრობდით, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით.

როგორ მიმდინარეობს წინასასეზონო მომზადება ავილეში?

დაუჯერებელია, ეს შესანიშნავი ადგილია. დრო შეუმჩნევლად გადის. მსურს ვითამაშო და გავიმარჯვო.

რას ისახავთ მიზნად ამ სეზონში?

ვისურვებდი ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და ტრავმებმა არ შეგვიშალოს ხელი. მსურს მოვიგოთ ყველა ტიტული. "რეალი" ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და მხოლოდ გამარჯვებებზე უნდა ვიფიქროთ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 28 სექტემბერი 2009
  • 3747
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)