"ლა ლიგის" მესამე ტური - დღე მეორე

გუშინ "ლ ლიგაში" კიდევ ხუთი შეხვედრა გაიმართა...




"ბეტისი" 1-0 "მალიორკა"


"ლა ლიგაში" დაბრუნებული "ბეტისი" პირველივეწუთებიდანვე აქტიურობდა და მატჩის სადავეებსაც ფლობდა. პირველი ტაიმის მიწურულს ანდალუსიელებს ბრწყინვალე შანსი ჰქონდათ გოლის გატანისა, მაგრამ ბურთმა კარის ხაზი მიუხედავად ბევრი მცდლობისა ვერ გადაკვეთა. მის უკუგდებაში მცველები, მეკარე და ძელებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას. მალიორკელებმა ვეღარ გაუძლეს "ბეტისის" შეტევებს და საბოლოოდ რუბენ კასტროსგან 86-ე წუთზე გოლიც მიიღეს.



"რასინგი" 0-0 "ლევანტე"


მატჩი ძალზედ უსახური და უხეში გამოდგა. შეხვედრის არბიტრმა 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი აჩვენა. საგოლე მომენტებიც ძალზედ მცირე იყო. საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

"ოსასუნა" 2-1 "სპორტინგი"


მატჩი პამპლონელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ პროვინციელებმა გაიმერჯვეს კიდეც. პირველი ტაიმის შუაში მათ მეტოქეს ორ წუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაუტანეს და ფაქტობრივად 3 ქულა გაინაღდეს. გოლები ნინომ და კეხუდომ გაიტანეს. ერთადერთი, რაც პრესიადოს შეგირდებმა შეძლეს, პრესტიჟის გოლია. ისიც მეკარის შეცდომით გაეხვა კარის ბადეში.



"რაიო ვალეკანო" 0-0 "სარაგოსა"


"როგორც "რასინგი"-"ლევანტე" ეს შეხვედრაც უხეში და უსახური გამოდგა. მსაჯმა 8 ყვითელი ბარათი აჩვენა. გუნდებს ჰქონდათ საგოლე მომენტები, მაგრამ მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს - კიდევ ერთი უგოლო ფრე...

"ესპანიოლი" 2-1 "ატლეტიკი"


დღის ცენტრალური შეხვედრა კატალონიაში გაიმართა. 25-ე წუთზე გარსიამ თავური დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა. ლორიენტემ წონასწორობა 62-ე წუთზე აღადგინა, თუმცა იგივე გარსიამ 73-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და "ესპანიოლს" 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.



დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება "ლა ლიგაში". გაძლიერებული "მალაგა" ახალბედა "გრანადას" მიიღებს "ლა როსალედაზე". მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.. dle 10.1

  • wishmaster
  • 12 სექტემბერი 2011
  • 1935
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)