რამოსი : "ხორვატებთან შეხვედრა ურთულესი იქნება"

სამეფო კლუბის ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა...


როგორი მდგომარეობაა გუნდში 2 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ?

ჩვენ მხოლოდ ჩემპიონატებზე ვართ კონცენტრირებულნი და გუნდის თითოეული მოთამაშე ყველა თამაშის მოგებაზე ფიქრობს.

რას იტყვით კარიმ ბენზემას თვალნათვლის პროგრესზე?

ბენზემა მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაშია და ამას გატანილი გოლებით ადასტურებს. წინასასეზონო მომზადების დროს ფრანგმა რამდენიმე კილო მოიკლო, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია მის სისწრაფეზე, კარიმი ბოლომდე იხარჯება და ეს ყველას გვახარებს.

"ხეტაფესთან" შეხვედრაში დაცვამ სუსტად ითამაშა და ამაზე გაშვებული 2 გოლიც მეტყველებს...

გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრი მადრიდისტა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ფეხბურთელები გადაწყობილები ვიყავით სხვადასხვა სქემაზე, მადრიდული დერბისთვის მოსამზადებლად კი ცოტა დრო გვქონდა, სწორედ ამან განაპირობა არა მარტო დაცვის, არამედ მთელი გუნდის არადამაჯერებელი თამაში.

ცუდი თამაშის მიუხედავად მაინც გაიმარჯვეთ, როგორ ფიქრობთ "რეალს" და "ბარსას" კონკურენტი არ ჰყავთ?

გავიმარჯვეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ესპანეთში თითოეული შეხვედრის მოგება უდიდეს ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, რადგან უკლებლივ ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. ჩვენ და კატალონიელებს რამდენიმე სერიოზული კონკურენტი გვყავს.

ანუ ფიქრობთ, რომ ჩემპიონობისთვის სხვა გუნდებიც შეგეცილებიან?

დიახ, რა თქმა უნდა ვფიქრობ.

შეგიძლიათ დაგვისახელოთ ამ გუნდების სახელები?

სევილია, ვალენსია, მადრიდის ატლეტიკო. თუნდაც ვილიარეალი, ყვითლებმა ცუდად დაიწყეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოგებათა სერია სულ მალე გამოცხვება.

მომდევნო შეხვედრა უპრინციპულესია, რადგან ჩემპიონთა ლიგის წარმატებით დაწყება ნებისმიერი გუნდისთვის არის საჭირო...

100%-ით გეთანხმებით. რთული მეტოქე შეგვხვდა. ზაგრების "დინამოს" საკუთარ კედლებში ნებისმიერი გრანდის დამარცხება შეუძლია, ისინი სამშობლოში განსაკუთრებული შემართებითა და მობილიზებით თამაშობენ, ამას ემატება გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ დიდი ძალების დახარჯვა მოგვიწევს თამაშის მოსაგებად, ხორვატები იოლად არაფერს დათმობენ.

ვის გამოარჩევდით ხორვატთაგან?

მთელ გუნდს, ისინი ერთიანი სულისკვეთებით თამაშობენ, რაც თანამედროვე ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მოგწონთ ჟოზეს გადაწყვეტილება კოენტრაოს საყრდენად გადაწევასთან დაკავშირებით?

ეს ჩემი საქმე არ არის. ფაბიო ტექნიკური და უნივერსალი ფეხბურთელია, მას ბევრ პოზიციაზე ძალუძს თამაში, ჟოზეს საქმეებში არ ვერევი, ჩემი მოვალეობა დაცვის მარჯვენა ფლანგის გამაგრება და თანაგუნდელთა გამხნევებაა. dle 10.1

  • Hala
  • 12 სექტემბერი 2011
  • 1449
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)