კანტერის უიქენდი

კანტერანოებმა არც თუ ისე წარმატებით იასპარეზეს ამ უიქენდზე...


უკვე იცით, რომ "კასტილიამ" ფრედ 1-1 ითამაშა "კორუხოსთან". ახლა კი ასაკობრივ გუნდებზე გადავიდეთ...

"რეალ მადრიდ ც"-მ შინ "ვილავიკიოსა" მიიღო. ფრან სოლი შეგირდებმა მოულოდნელად ფრე ითამაშეს მათზე გაცილებით სუსტ მეტოქესთან, რომელსაც წინა ორი ტური დიდი ანგარიშებით ჰქონდა წაგებული. მადრიდისტებიდან ორივე გოლი ფრან სოლმა გაიტანა. "თეთრებს" 5 ქულა დაუგროვდათ და "ტერკერაში" ცხრილის შუა ნაწილში იმყოფებიან.

"ხუვენილ ა"-მ შინ "ვალიადოლიდი" მიიღო და დიდი ანგარიშით 4-1 დაამრცხა. გოლები გაიტანეს: მოლერომ(2), კასტანომ და კარმონამ.

"კადეტე ა"-მ გოლების წვიმა მოუწყო "ბრუნეტეს" დაამრცხა რა 7-0. მადრიდელტაგან თავი გამოიჩინეს: ბაბუნსკიმ(2), ფრან პერესმა, კრისტიანმა, მერჩანმა, მოლინამ და ხუან ხოსემ.

"ინფანტილ ა" "არნედოს" ტურნირზე გამოდიოდა. ამ უიქენდზე მათ ხუთი შეხვედრა ჩაატარეს. პირველი მატჩი მათ "ესპანიოლთან" უგოლო ფრე ითამაშეს. შემდეგ კი მასპინძელი "არნედო" გაანადგურეს 6-0. გოლები გაიტანეს: ბარეამ(3), დანი გომესმა(2) და აჩრაფმა. მეოთხედფინალში მადრიდისტებმა 2-0 დაამრცხეს "სოსიედადი" ოსკარისა და დანი გომესის გოლების წყალობით,ნახევარფინალში "ბარსელონას" თანატოლებს სძლიეს, მაგრამ ფინალში 1-3 დათმეს "ვილეარეალთან".

"ინფანტილ ბ" "ვენეციის" ტურნირზე გამოდიოდა. მადრიდისტებმა პირველი მატჩი "ოლივერთან" ფრედ 1-1 ითამაშეს, შემდეგ "სარაგოსასთან" 0-4 განადგურდნენ. ბოლო მატჩი კი მათ "ვენეციას" მოუგეს 1-0 გორკას გოლის წყალობით. მადრიდისტებმა ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავეს.

"ალევინა ა"-ც გამოდიოდა ტურნირზე, სახელწოდებით "ვილა დე საუსელე", რომელიც სალამანკაში ჩატარდა. პირველი მატჩი "თეთრებმა" "პორტოს" თანატოლებთან ფრედ 1-1 ითამაშეს, მეორე მატჩში "ვალიადოლიდთან" დამარცხდნენ 1-3, ხოლო უკანასკნელ მატჩში მასპინძელი "სალამანკა" გაანადგურეს 6-2. გოლები გაიტანეს: როდრიგესმა(2), კლავერიასმა, ჟოზემ, პიედრაჰიტამ და კანტერომ. dle 10.1

  • wishmaster
  • 12 სექტემბერი 2011
  • 1155
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)