მოურინიო:"ბენზემას, ტრანსფორმაციაში ზიდანის "ხელი ურევია"

პორტუგალიელი მწვრთნელის განცხადებით, კარიმ ბენზემას დადებით ტრანსფორმირებაში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონის "ხელი ურევია"...


მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ კარიმ ბენზემას გუნდთან ასე კარგად ადაპტირებაში და მის სრულ დადებით ტრანსფორმაციაში უდიდესი წვლილი ზინედინ ზიდანს მიუძღვის.

"ბენზემამ სრული ტრანსფორმაცია განიცადა და შესაბამისად იგი მაღალ შეფასებას იმსახურებს. მას გუნდთან ადაპტირებაში მე, მისი თანაგუნდელები და რა თქმა უნდა ზინედინ ზიდანი დავეხმარეთ." - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ-გვერდი. "კარიმი საკმაოდ გონებამახვილი პიროვნებაა, რაც მთავარია მას აქვს უნარი, რომ იყოს კარგი ფეხბურთელი. ამ ყველაფერს ხალხი ძალიან კარგად ხედავს."

ფრანგ ფეხბურთელთან ერთად, ესპანეთის შიდა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში გოლები კრიშტიანო რონალდომ და გონსალო იგუაინმაც გაიტანეს.

"იგუაინმა შესანიშნავად იასპარეზა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ასევე ბრწყინვალედ ჩაერთო გუშინდელ შეხვედრაშიც. მე ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ორივე მათგანი (იგუაინი და ბენზემა) ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან."

ამ ფეხბურთელთა ბწყინვალე ასპარეზობის მიუხედავად, მოურინიოს სჯერა, რომ მათ გაცილებით უფრო მეტი შეუძლიათ.

"ჩვენ ოთხი გოლი გავიტანეთ, მაგრამ თავისუფლად შეგვეძლო 7-8 ბურთის გატანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ხეტაფესაც" შეეძლო კიდევ რამოდენიმე ბურთის გაქვითვა. სტუმრები ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი ჩვენთან სათამაშოდ."

ოთხშაბათს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი 'მაკისიმირზე', თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.


სტატია მომზადებულია Goal.Com-ზე დაყრდნობით. dle 10.1

  • kevlisha
  • 11 სექტემბერი 2011
  • 2592
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)