ამაზრზენი თეატრი

უკვე მერამდენედ, ესპანურმა 18- გუნდმა ბუნტის აწევა გადაწყვიტა 2 გრანდის წინააღმდეგ. ბუნტის მოთხოვნა ისეთივეა, როგორიც მეკობრეების დროს იყო - მონაპოვარი თანაბრად უნდა გაიყოს.


ამ სეზონში, ეს თემა პირველად ხოსე მარია დელ ნიდომ წამოაყენა, მან ძალიან სკანდალური განცხადება გააკეთა და ესპანეთის ჩემპიონატს დიდი შეურაწყოფა მიაყენა
რა თქმა უნდა, ეს გამოწვეულია ზუსტად იმით, რომ თანხები ესპანეთში “არა თანაბრად” ნაწილდება და ხოსე მარიას ამის შეცვლა სურდა, თუმცა მას ამაზე ძალიან ნათლად უპასუხეს…

“ბიძაჩემო თქვენ საერთოდ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ასეთ განცხადებას რომ აკეთებთ? ითამაშეთ თქვენს სევილიასთან ერთად, მონაპოვარის ზედმეტ ნაჭერს კი ჩვენ დავიტოვებთ” - ეს “პასუხი” იყო ეთადერთი, რაც დელ ნიდომ მადრიდელებისგან და კატალონიელებისგან მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია არ დანებდა და თავისი გულისტკივილი სხვადასხვა კლუბებში “ახლადშეძენილ მეგობრებს” გაუზიარა, რის შედეგადაც ერთ კვირაში შედგა ესპანეთის კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განიხილეს ეს პრობლემა. ბევრი ფიქრის და განხილვების შედეგად, მონაწილეებმა ვერაფერი მოიფიქრეს. თუმცა აღსანიშნავი იყო მათი მონდომება.

ამაზრზენი თეატრი

შევადაროთ “ლა ლიგა” ინგლისის პრემიერ ლიგას, სადაც ევროპის ჩემპიონატებს შორის ყველაზე მეტი ფული - 649 მლ კეთდება გაყიდული ბილეთებით, ესპანეთის ჩემპიონატში კი ეს თანხა მხოლოდ 534 მლ-ს შეადგენს. აგრეთვე რაც მთავარია, ინგლისის ჩემპიონატი ყველაზე მეტ თანხას პირდაპირი რეპორტაჟებით აკეთებს, ამ ასპექტში მას ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.

“ლა ლიგა”-ში ძირითადი აქცენტი კეთდება ორ გუნდზე - “რეალის” და “ბარსელონას” თამაშებზე, დანარჩენი რეაპორტაჟები კი შეიძლება ჩავთვალოთ, ბონუს მატჩებად. აგრეთვე მნიშვნელოვანია კვირა, რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური გიგანტი ხვდება. არ არსებობს მსოფლიოში ამ დაპირისპირებაზე მასშტაბური, ცნობილი და რეკლამირებული მატჩი. ნათელია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეთაურები მთავარ აქცენტს ორ გუნდზე აკეთებენ.

ამაზრზენი თეატრი

ჩემი აზრით ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არიყოს, რადგან ესპანური გუნდები, თავად არიან დამნაშავენი, იმ სიტუაციის გამო, რომელშიც ეხლა იმყოფებიან. საინტერესოა, რას აკეთებდნენ 6 წლის წინ, როცა ეს ტენდენცია დაიწყო? მაშინ რატო არ ადარდებდათ ეს პრობლემა? ეხლა კი უკვე “რეალს” და ბარსელონას” ნამდვილად არ აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ ამ გუნდების წარმომადგენლები.


სეზონის ბოლოს, ორი ესპანური გრანდი(ალბათ მიხვდით ვის ვგულისხმობ) 320 მლ ევროს გაინაწილებენ ტოლად, ხოლო მაგალითად რასინგი, მიიღებს მხოლოდ 13 მლ ევროს, იმის გათვალისწინებით კი, რომ ამ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ასეთი თანხა მათთვის ძალიან ცოტაა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა რასინგმა თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ძალიან სუსტი გუნდია და მისი დაკარგვა “ლა ლიგისთვის”, არც ისე დიდი დანაკარგი იქნება.

მოდით ვნახოთ, სტატისტიკური ტაბლო, სადაც ასახულია რეპორტაჟების განაწილების მომავალი კონტრაქტი.


ამაზრზენი თეატრი

წითელი ხაზით ასახულია, “რეალის” და “ბარსელონას” მოთხოვნა, ხოლო ლურჯი ზოლებით დანარჩენი კლუბების - უფრო სწორად, დანარჩენი კლუბების, “ვალენსიას” და “ატლეტიკოს” გარდა.

ვილიარეალის პრეზიდენტი - როიჯი: “მე არ ვიცი რა ხდება. ვალენსიას პრეზიდენტმა შეგვპირდა, რომ მხარს დაგვიჭერდა, ეხლა კი სულ სხვა სიტუაციაა. მან ხელი მოაწერა “რეალის” და “ბარსელონას” წინადადებას.”

ყველაფერი მეორდება, ყოველ წელს…


ამაზრზენი თეატრი


შარშან ბუნტის მონაწილეები “ვალენსია” და მადრიდის “ატლეტიკო” იყვნენ. თავიდან, ყველაფერი სერიოზულად იყო, ისინი იმუქრებოდნენ, რომ აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას ჩემპიონატში, უარს განაცხადებდნენ ევროპულ ტურნირებში თამაშებზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, მუქარა იყო ძალიან ბევრი, თუმცა ამას არანარი ქმედება არ მოჰყოლია.

თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმე კვირის შემდეგ “ღამურებს” და“ლეიბელებს” გადაუგდეს “ხორცის დიდი ნაჭერი” და მათ ეს დიდი სიამოვნებით მიიღეს. ამით ბუნტი დასრულდა. ამ წელს კი ეს გუნდები აღარ მიიღებენ ახალ ბუნტში მონაწილეობას, რატომ? იმიტომ რომ მათ უკვე აკმაყოფილებთ ასეთი სიტუაცია. ისინი უკვე “სხვა მხარეზე” არიან.

შეასაძლებელია, ძალიან მალე დელ ნიდოც გაჩერდეს, როცა მას მეფეები “ძვლით” დაასაჩუქრებენ. და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მას დაასაჩუქრებენ.

ამაზრზენი თეატრი


მაშ ასე, რისთვის დავწერე ეს ყველაფერი? მინდა ვთქვა, რომ ჩემპიონატი გადააქციეს თეატრად, რომელშიც ადამიანები დადიან, რათა უყურონ საუკეთესო ჯამბაზებს, ხოლო ბოლო შედეგები ჩემს ნათქვამს კიდევ უფრო ამარტივებს. დღესდღეობით არსებობს 2 გუნდი, ხოლო შემდეგ კი 18.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ მე ვაკრიტიკებ ან მადრიდელებს ან კატალონიელებს. საქმე იცით რაშია? უნდა ითამაშონ გუნდებმა ისე, როგორც იმსახურებს “ლა ლიგის” ჩემპიონატი.

ვერ თამაშობთ? მაშინ არც იმსახუბთ, რომ თქვენ გიყურონ... dle 10.1

  • dato818
  • 11 სექტემბერი 2011
  • 4385
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)