არსენალი ზამთარში გრანეროს შეძენას აპირებს

ლონდონის "არსენალს" სურს გაიფორმოს "რეალის" ნახევარმცველი ესტებან გრანერო,რომელსაც თავის ამჟამინდელ კლუბში ცოტა სათამაშო დრო აქვს.


არსენ ვენგერი მზად არის გაიფორმოს 24 წლის ნახევარმცველი იანვარში. როგორც რადიო "Cadena SER" იუწყება "არსენალს" სურს გაიფორმოს ესტებან გრანერო, რადგან სესკის და ნასრის წასვლის შემდეგ "მეთოფეების" ცენტრი ძალიან შესუსტდა.

ივლისში უკვე ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ფრანგი მწვრთნელი დაინტერესებული იყო ელ პირატათი. მას სურდა,რომ კანტერანოს შეევსო ის ადგილი რომელსაც "მეთოფეების" ყოფილი ვარსკვლავები იკავებდნენ გუნდში. ახლა სეზონის დასაწყისში როდესაც მეთოფეთა გუნდმა 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა ვენგერი ელოდება სატრანსფერო ფანჯრის გახსნას,რათა გააძლიეროს გუნდი და ბოლო მოუღოს სისტემატიურ მარცხებს.

"არსენალი" ფეხბურთელის შეძენას ეცდება, მაგრამ "რეალი" მას ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის. იმ შემთხვვაში თუ "ბლანკოსი" გაუშვებს გრანეროს, მაშინ აუცილებლად ჩაუდებს ხელშეკრულებაში პუნქტს რომლის მიხედვითაც "რეალს" ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლება,სწორედ ამ პუნქტის მეშვეობით "სამეფო კლუბმა" მოახერხა მისი დაბრუნება "ხეტაფედან".

ესპანეთის ჩემპიონატში "გრანჰერომ" სამ სეზონში 2638 წუთი დაჰყო მოედანზე("ხეტაფეში"), ხოლო წინა სეზონში მან მხოლოდ 19 მატჩის თამაში მოახერხა ეს კი 783 წუთია.



წყარო:www.real-fc.com dle 10.1

  • buba55555
  • 11 სექტემბერი 2011
  • 1792
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)