მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"

სექტემბრის მიმდინარე უიქენდზე განახლდა ესპანეთის ჩემპიონატი. შაბათს ლა ლიგის მეორე ტურის საწყისი შეხვედრები გაიმართა. თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყო მადრიდის "რეალისა" და "ხეტაფეს" დაპირისპირება, რომელშიც მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა, საერთო ჯამში, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება 'სანტიაგო ბერნაბეუს' ბინადრებს დარჩათ (4-2).


მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"

კარიმ ბენზემას დუბლი

კარიმ ბენზემას უდიდესი ძალისხმევის შედეგად, მადრიდის "რეალმა" ესპანეთის შიდა ჩემპიონატში შესანიშნავი სტარტი აიღო და ლა ლიგის მეორე ტურშივე ლიდერობა ხელთ იგდო. ფრანგმა ფორვარდმა 10 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში (რეალი 4-2 ხეტაფე) შესანიშნავად იასპარეზა და საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კარიმმა საკუთარი მონაგარი 2 გატანილი გოლით გაზარდა.

კარიმის მსგავსად გუშინდელ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდო. მათ თითო-თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი და საკუთარ გუნდს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარნენ. პორტუგალიელმა შემტევმა პრიმერას უკანასკნელ 6 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, ხოლო "ხეტაფესთან" გამართულ სამ მატჩში, მას უკვე 8 გატანილი ბურთი დაუგროვდა.

მიკუმ "რეალის" წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა, მან 'სანტიაგო ბერნაბეუზე' გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა.

ჟოზე მოურინიომ კარგად იცოდა "ბარსელონას" წარუმატებელი გამოსვლის შესახებ "რეალ სოსიედადთან" (2-2) და შესაბამისად, მან პრიმერას სათავეში მოხვედრის შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და მეტოქე გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ძალიან ბევრს აქტიურობდა ანხელ დი მარია, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან არაერთი კარგი გარღვევა განახორციელა და მიგელ მოიას კარს მრავალჯერ, თუმცა უშედეგოდ დაემუქრა.

მე-10 წუთზე არგენტინელმა ნახევარმცველმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც მოიას კარის მიმართულებით თავით გადაგზავნა ბურთი, მაგრამ ესპანელმა კიპერმა კარგი რეაქცია გამოავლინა და პორტუგალიელის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მადრიდელებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს, ოზილის, მარსელოს და კოენტრაოს კარგი კომბინაცია კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა.

34-ე წუთზე კოენტრაოს შეეძლო საკუთარი გუნდი ერთბურთიანი ჰანდიკაპით გაეყვანა წინ, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერ მოახერხა.

პირველი ნახევრის ბოლოს, "ხეტაფეს" ფეხბურთელებმა კარგი შეტევა წამოიწყეს, საჯარიმოს ხაზთან მყოფმა მეჰდი ლასენმა მიკუს მიმართულებით გააკეთა პასი, ამ უკანასკნელმა კი მადრიდელი მცველების შეცდომით ისარგებლა და იკერ კასილასს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

მე-60 წუთზე, კრიშტიანო რონალდომ საეჭვო თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და რეალიზაცია თვითონვე გამოიყენა.

მადრიდელთა შეტევებმა შედეგი კიდევ ერთხელ, ამჯერად 69-ე წუთზე გამოიღო. კრიშტიანო რონალდომ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, მან კარიმ ბენზემას მიმართულებით ბრწყინვალე გადაცემა შეასრულა და ფრანგი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ბენზემას კი რა თქმა უნდა არ გასჭირვებია თითქმის ცარიელ კარში გოლის გატანა.

გატანილი გოლის შემდეგ მადრიდელები მოეშვნენ და მეტოქეს თამაშის საშუალება მისცეს. ეს ყველაფერი კი 74-ე წუთზე კვლავ მიკუმ გამოიყენა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "რეალის" უკანახაზელთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

მოედანზე ჯერ რიკარდო კაკა გამოვიდა, შემდეგ კი 'ბერნაბეუზე' გონსალო იგუაინიც გამოჩნდა. საბოლოო ჯამში ორივე მათგანი ბრწყინვალედ ჩაერთო შეხვედრაში. 86-ე წუთზე პიპიტამ რიკის დიდებული გადაცემით ისარგებლა, შეიჭრა საჯარიმოში, მიგელ ვალერას ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო, ხოლო მიგელ ტორესი კარგი მოძრაობით ჩამოიცილა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი.

მადრიდის რეალი - იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო, ალონსო, კოენტრაო, დი მარია, ოზილი, რონალდო, კარიმ ბენზემა.

სათადარიგო სკამი - კაკა, ალბიოლი, არბელოა, კალეხონი, იგუაინი, ადანი, გრანერო.


"ხეტაფე" - მოია, ვალერო, დიასი, მასილელა, ტორესი, ლასენი, როდრიგესი, მიკუ, კასკერო, სარაბია, რიოსი.

სათადარიგო სკამი - გუიზა, კოდინა, ალბერტაცი, კოლუნგა, ბარადა, პერესი, მოსკერა.


პირველი ტაიმი დაიწყო.

3' კრიშტიანო რონალდომ კარიმ ბენზემას გადაცემის შემდეგ საჯარიმოს გარედან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.


4' სერხიო რამოსმა კარგი გადაცემა გაუკეთა ანხელ დი მარიას, ამ უკანასკნელმაც კარგად დაარტყა, მაგრამ მოიამ ბრწყინვალედ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

6' მეჰდი ლასენი ჯარიმდება.


7' კასკერო ჯარიმდება.

8' ოზილის დარტყმა და მოიას კიდევ ერთი სეივი.


10' დი მარიას კარგი პასი, რონალდოს თაური დარტყმა და კვლავ მიგელ მოიას კარგი თამაში.

14' გოლი! ოზილის პასით კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა 1-0.


16' ანხელ დი მარიას კარგი დარტყმა, მაგრამ ბურთი კვლავ ასცდა მოიას კარს.

21' გაურკვეველ ვითარებაში კრიშტიანო რონალდო ყვითელ ბარათს იღებს.


26' თამაშგარე მდგომარეობა. კატა დიასმა მიკუს შორეული გადაცემით მომარაგება განიზრახა, მაგრამ უშედეგოდ...

27' ოზილის შორეული დარტყმა, მაგრამ ბურთი კვლავ სცდება მეტოქის კარს.


29' მეჰდი ლასენის ძლიერი დარტყმა და იკერ კასილასის კარგი სეივი.

39' გოლი! პეპეს შეცდომით ისარგებლა მიკუმ და ანგარიში გაათანაბრა. 1-1.


45' პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

დაიწყო მეორე ტაიმი

46'სარაბიას გარღვევა, მაგრამ კარგად თამაშობს სერხიო რამოსი.


50' კრიშტიანოს კარგი დარტყმა, მაგრამ მოია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

56' მიკუს უძლიერესი დარტყმა და იკერ კასილასის კარგი სეივი.


59' კრიშტიანო რონალდო საჯარიმოში შეიჭყრა და თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა.

60' გოლი! რონალდომ პენალტი ზუსტად შეასრულა. "რეალი" კვლავ წინ გავიდა 2-1.


63' კოენტრაო ჯარიმდება.

64' პედრო რიოსმა ჯარიმა მოიპოვა.


68' რიკარდო კარვალიო ყვითელ ბარათს იღებს.

69' გოლი! რონალდოს შესანიშნავი გადაცემა და კვლავ კარიმ ბენზემამ გამოიჩინა თავი. 3-1.


70' ცვლილება: ბარადა - სარაბია.

70' ცვლილება: კასკერო - გუიზა.


73' ცვლილება: დი მარია - კაკა.

73' გოლი! მიკუმ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მან კვლავ მცველების შეცდომით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა, 3-2.


86' ცვლილება: ოზილი - იგუაინი.

87' გოლი! კაკას დიდებული პასი და იგუაინის ბრწყინვალე გოლი. 4-2.


90' მატჩი დასრულდა, მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე".

სტატისტიკა

კარში დარყტმები - (რეალი) 26 (10) - (ხეტაფე) 10 (6)

ჯარიმები - (რეალი) 9 - (ხეტაფე) 13

კუთხურები - (რეალი) 4 - (ხეტაფე) 6

თამაშგარე - (რეალი) 5 - (ხეტაფე) 3

ბურთის ფლობა - (რეალი) 57% - (ხეტაფე) 43%

ყვითელი ბარათები - (რეალი) 3 - (ხეტაფე) 3

სეივები - (რეალი) 4 - (ხეტაფე) 6


ტაქტიკური განლაგება



მადრიდის რეალიმადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"










ხეტაფემადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"














მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები





კარიმ ბენზემა (გოლი 2)მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"









კრიშტიანო რონალდო (გოლი 1)მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"










მიკუ (გოლი 2) მადრიდის "რეალი" 4-2 "ხეტაფე"













დააჭირე და უყურე გუშინდელი მატჩის მიმოხილვას


სტატია მომზადებულია Soccernet-ზე დაყრდნობით. dle 10.1

  • kevlisha
  • 11 სექტემბერი 2011
  • 2152
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)