თამაში ორი მილიონის სანაცვლოდ

როგორც იცით, პედრო ლეონი "ხეტაფეში" დაბრუნდა. მის კონტრაქტში დევს ასეთი პირობა: თუ პედრო ორ მილიონს გადაუხდის "რეალს", იგი შეძლებს მის წინააღმდეგ თამაშს...


ამ ზაფხულზე პედრო ლეონმა "რეალი" დატოვა და კვლავ მშობლიურ "ხეტაფეს" მიაშურა. კონტრაქტში სამეფო კლუბმა ერთი პუნქტი შეიტანა. პედროს "რეალის" წინააღმდეგ თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იგი ორ მილიონს გადაუხდის "ბლანკოსს". ძნელად სავარაუდოა, რომ ლეონმა ეს თანხა გადაიხადოს, რადგან გუშინ უკვე პლაზამ განაცხადი დაასახელა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი არ შეუყვანია.

ცხადია, ასეთი შემთხვევები ბევრჯერ მომხდარა. შორს რომ არ წავიდეთ, შარშანდელ სეზონს გადავხედოთ, როისტონ დრენტე "ერკულესში" ირიცხებოდა და მას თამაშის საშუალება არ მიეცა "ბლანკოსის" წინააღმდეგ.

სამაგიეროდ პაბლო სარაბიას არ აქვს არანაირი შეზღუდვა. ახალგაზრდა კანტერანო დღეს ძირითადიდან დაიწყებს თამაშს და შეეძლება დაამტკიცოს, რომ იგი "რეალში" დატოვებას იმსახურებდა. dle 10.1

  • wishmaster
  • 10 სექტემბერი 2011
  • 1890
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)