"რეალი" - "ხეტაფე" [პრევიუ]

დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მადრიდის "რეალი" დედაქალაქურ დერბის გამართავს "ხეტაფესტან"....


უპირველეს ყოვლისა რაც შეიძლება ვთქვათ "რეალი"-"ხეტაფეს" დაპირისპირებაზე, კრიშტიანო რონალდო მინიმუმ ორ გოლს მაინც იტანს აღნიშნულ კლუბთან. ამჟამად პორტუგალიელი ვარსკვლავი რობერტო სოლდადოსთან ერთად ბომბარდირთა ცხრილს ლიდერობს და გამომდინარე მისი შესანიშნავი სტატისტიკისა "ხეტაფესთან", არაა გამორიცხული ერთპიროვნული ლიდერი გახდეს ესპანეთში გოლების მხრივ.

მადრიდისტები კარგ ფორმაში იმყოფებიან. უკანასკნელი შეხვედრები ეროვნულ ნაკრებებში მათ კარგად ჩაატარეს: ოზილმა ჰეტ-ტრიკი შეასრულა, რონალდომ დუბლი, ხოლო ბენზემამ, იგუაინმა და დი მარიამ თითო-თითო გოლის გატანა შეძლეს.

სანაკრებო ბატალიები 1

სანაკრებო ბატალიები 2

"ხეტაფეს" უდიდესი პრობლემები აქვს. პრაქტიკულად გუნდის ძირითადი ბირთვი ტრავმირებულია: გავილანი, დიეგო კასტრო, მენე, ლოპო, ალბერტაცი, რაფა და უსტარი. უნდა აღვნიშნოთ პაბლო სარაბია, რომელიც მადრიდის "რეალმა" სწორედ ამ ზაფხულზე გაუშვა. "ხეტაფეში" ასევე რამდენიმე ყოფილი კანტერანოა: მიგელ ტორესი, კოდინა, კასქუერო და მოსკუერა.

უკანასკნელ 7 შეხვედრაში "ბერნაბეუზე" "რეალი" უდიდეს უპირატესობას ფლობს. "თეთრებმა" 5 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და ერთიც წააგეს. სულ გაიტანეს 13 გოლი და მხოლოდ 4 მიიღეს საკუთარ კარში. dle 10.1

  • wishmaster
  • 10 სექტემბერი 2011
  • 1840
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)