მოუ:"რეალი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბია"

ჟოზე მოურინიომ დღევანდელი ვარჯიშის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...


"ჩვენ ძალიან კარგი თავდამსხმელები გვყავს. აღარ გვჭირდება, რომ კიდევ ერთი ფროვარდი დავიმატოთ. მართალია ორნი არიან, მაგრამ უდიდეს ძალას წარმოადგენენ გუნდისთვის. ხშირ შემთხვევაში მათ ორივეს მოუწევთ მინდორზე თამაში. ისინი თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და მაქსიმალურად ცდილობენ სარგებელი მოუტანონ გუნდს."

"მე ყოველთვის გულიდან ვლაპარაკობ. ჩვენ გვაქვს მაღალი ამბიციები და მიზნები. ჩვენ ვსაუბრობთ მადრიდის "რეალზე", მსოფლიოში საუკეთესო გუნდზე. სავსებით ნორმალურია, რომ ასეთი შესაძლებლობები და მოტივაცია გვაქვს. ჩემი ძირითადი მიზანია, რომ გუნდმა ყოველდღე ივარჯიშოს და ყველა მატჩისთვის საუკეთესოდ მოემზადოს."

"ჩვენ სამშაბათს გვაქვს გასვლითი შეხვედრა. მისთვის მოსამზადებლად გვაქვს საკმარისი დრო. საბედნიეროდ მოთამაშეებს დაზიანებები არ აღენიშნებათ, ისინი კარგად ვარჯიშობენ და შესანიშნავ ფორმაში არიან."

"საერთო ჯამში მე 40-მდე ფეხბურთელი გამოვცადე ამ ვარჯიშებზე. მათგან 20-ს უკვე დებიუტიც ჰქონდა "რეალის" შემადგენლობაში. სამედიცინო შემოწმება მათ ყველამ გაირეს წარმატებით და სრულიად მზად არიან გუნდს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარონ. რაც შეეხება ალტინტოპს, იგი 2-3 თვე ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ მას კონტრაქტი აქვს გუნდთან და წლების განმავლობაში შეძლებს ჩვენს დახმარებას."

"რაც შეეხება პეპესა და კარვალიოს ურთიერთობას, რაც მოხდა პორტუგალიაში, პორტუგალიაშივე მოკვდა და დაიმარხა." dle 10.1

  • wishmaster
  • 9 სექტემბერი 2011
  • 2313
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)