ფაბრიკის უიქენდი

მადრიდის "რეალის" სარეზერვო და ასაკობრივი გუნდები ამ უიქენდზე თავიანთ შეხვედრებს გამართავენ...


"კასტილია" გალისიაში გაემგზავრა, რათა "სეგუნდა ბ"-ს მეოთხე ტურში "კორუხოს" დაუპირისპირდეს. ამ მატჩს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ალბერტო ტორილის დებიუტი "კასტილიაში" სწორედ "კორუხოსთან" შედგა. "თეთრები" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მათი მეტოქე 15-ე ადგილს იკავებს.

"რეალ მადრიდ ც" "მოსტოლესთან" გამარჯვების შემდეგ "ვილავიკიოსას" მიირებს მადრიდში. ხოსე მანუელ დიასის შეგირდები "ტერკერაშ" მეშვიდე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება მეტოქეს, მათ სეზონი საშინლად დაიწყეს და ორივე მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

"ხუვენილ ა" უკანასკნელ შეხვედრაში შინ დამარცხდა "რაიოსთან" 2-3. ახლა კი მადრიდისტები "ვალიადოლიდს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც წინა ტურში "ხეტაფე" გაანადგურა 3-0. ცხრილის სათავეში სწორედ "ვაიადოლიდია".

"კადეტე ა" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. აქამდე მათ 6 ჩატარებულ შეხვერდაში 28 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 მიიღეს საკუთარ კარში. მათი მომდევნო მეტოქე "ბრუნეტეს" იქნება.

"ინფანტილ ა" რობერტო როხასის შეგირდები ამ სეზონში პირველ შეხვედრას გამართავენ. სადებიუტო შეხვედრას მადრიდისტები "ესპანიოლელ" თანატოლებთან გამართავენ.

"ინფანტილ ბ" ვალენსიაში გაემგზავრა, რათა "სარაგოსას" დაუპირისპირდეს. ორივე ეს გუნდი ასაკობრივ ჩემპიონატში ფინალში გავიდნენ და სწორედ ვალენსიაში გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.

"ალევინ ა" "ვილა დე სეუელეს" ტურნირზე საასპარეზოდ გაემგზავრა სალამანკაში. პირველ შეხვედრას პატარა მადრიდისტები "პორტოს" თანატოლებთან გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში "თეთრები" "ვალიადოლიდს" შეხვდებიან ნახევარფინალში. dle 10.1

  • wishmaster
  • 9 სექტემბერი 2011
  • 1413
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)