რონალდო:""რეალი" ჩემთვის ოჯახივითაა"

კრიშტიანო რონალდოს კომენტარი...


"ჟოზე პირველ რიგში ჩემი მეგობარია, შემდეგ მწვრთნელი და ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, რომ მოურინიო ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მის გვერდით მუშაობა დიდებულია და ამით სიამოვნებას ვღებულობ. მე აქ არ დავრჩებოდი, გუნდში მეგობრული გარემო რომ არ იყოს. ჩვენ ოჯახივით ვართ."

"გასვლითი მატჩები ყოველთვის მძიმე ჩასატარებელია და ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რომ "დინამოსგან" სიურპრიზები ავიცილოთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა მინიმუმი ამ სეზონში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. რაც შეეხება "ლიონს", ისინი ჩვენი უმთავრესი კონკურენტები არიან. "მაჩესტერის" და "რეალის" შემადგენლობიდან რამდენჯერმე დავუპირისპირდი ფრანგულ კლუბს და შემიძლია ვთქვა, რომ იგი მკაცრი გუნდია, საუკეთესო საფრანგეთში. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. წინა სეზონში მათ წინააღმდეგ ჩვენ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, ვნახოთ რა იქნება წელს..."

"სეზონი ახლახანს დაიწყო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "ლა ლიგა" კონკურენტუნარიანია და თითოეულ მატჩში გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება. ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები საუკეთესოა მსოფლიოში. ჩემთვის, სხვა ესპანური კლუბები საკმაოდ ძლიერია, მაგალითად "ვალენსია", მათ გასაოცარი გუნდი ჰყავთ წელს. ვნახოთ რა მოხდება..."

""რეალი" წელს გაცილებით ძლიერია. ჩვენ მივიღეთ გამოცდილება და უფრო მონდომებულები ვართ, ასევე მოურინიოსთვის მეორე სეზონი ყოველთვის საუკეთესოა. ვფიქრობ, რომ ფანტასტიკური წელი გვექნება. სუპერთასის ფინალში ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, უბრალოდ იღბალმა გვიმუხთლა. ფანებმა იციან, რომ გასულ წელთან შედარებით უკეთესები ვართ და ჩვენ მათ ბრძოლას ვპირდებით, ვპირდებით ტიტულების მოგებას. მე კი ვაპირებ წინა წელთან შედარებით უკეთესად ვითამაშო."

"მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები მოედანზე და ჩემი შესაძლებლობების 100%-ს ვიყენებ. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე ვინ არის. ყოველ სეზონში ვცდილობ, რომ გავაუმჯობესო. მინდა, რომ გაცილებით კარგად ვითამაშო, ვიდრე წინა სეზონში. ეს რთული იქნება, მაგრამ ძალებს არ დავიშურებ. ძალიან მიყვარს, როცა გოლები გამაქვს, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, როცა გუნდი იგებს."

"ჩვენ ძალიან კარგი კანტერანოები გვყავს. დროდადრო მათ საშუალება ეძლევათ პირველ გუნდთან ვარჯიშის და თამაშის. ეს მათთვისაც კარგია და კლუბისთვისაც. მე ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალს" ბრწყინვალე მომავალი ეზრდება მორატასა და ხესეს სახით." dle 10.1

  • wishmaster
  • 9 სექტემბერი 2011
  • 2570
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)