სანაკრებო ბატალიები

"რეალის" ფეხბურთელებმა გუშინ და გუშინწინ სანაკრებო მატჩები ჩაატარეს...


ესპანეთი 6-0 ლიხტენშტეინი


შეხვედრა ლოგრონოში "ლას გაუნასის" სტადიონზე გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, "ფურია როხა" უდიდეს უპირატესობას ფლობდა მატჩის დასაწყისიდანვე. პირველი ტაიმის 34-ე წუთზე ხავის შესანიშნავი გადაცემით ნეგრედომ ანგარიში გახსნა. ორიოდე წუთში კი მან დუბლი შეასრულა დავიდ ვილას ბრწყინვალე პასის შემდეგ. ესპანელები ამას არ დასჯერდნენ და ხავიმ პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. სიტუაცია მეორე ნახევარშიც არ შეცვლილა. 52-ე წუთზე სერხიო რამოსმა ინიესტას ჩამოწოდებული ბურთი კარის ბადეში გაჰხვია. 60-ე და 79-ე წუთებზე კი თავი დავიდ ვილამ გამოიჩჳნა. პირველ შემთხვევაში მატას შესანიშნავი გარღვევა უნდა აღინიშნოს. მეორეჯერ კი ხაბი ალონსოს კარგი ჩაწოდება საჯარიმოში. ამ გამარჯვებით ესპანეთის ნაკრებმა 18 ქულა მოაგროვა და I ჯგუფში ლიდერობა დაიმტკიცა.

სანაკრებო  ბატალიები




სანაკრებო  ბატალიები


რუმინეთი 0-0 საფრანგეთი


მატჩი ძალზედ უსახური გამოდგა. პრაქტიკულად არცერთ გუნდს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. ქარიმ ბენზემამ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა რაიმე ღირებული არ გაუკეთებია. ამ ფრით "მამლებმა" 17 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე მყოფ ბოსნიას 1 ქულით უსწრებენ.

სანაკრებო  ბატალიები




სანაკრებო  ბატალიები


ნიგერია 1-3 არგენტინა


შეხვედრა ბანგლადეშში, კერძოდ დაკაში გაიმართა. მატჩის 23-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ გონსალო იგუაინმა ანგარიში გახსნა. ორიოდე წუთში კი ლეო მესიმ ლამის მთელი ნიგერია მოატყუა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, თუმცა დი მარია ბურთთან პირველი გაჩნდა და ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გაჭირვებია. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნიგერიელებმა ანგარიშის სხვაობა შეამცირეს. ამის შემდეგ პიპიტასაც და ანხელსაც რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ მათ რეალიზება ვერ მოახდინეს. 66-ე წუთზე ელდერსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-1.

სანაკრებო  ბატალიები




ბრაზილია 1-0 განა


შეხვედრა ლონდონში გაიმართა და იგი ბრაზილიელების სრული უპირატესობით წარიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი ძალზედ უხეში გამოდგა. აფრიკელების მხრიდან 33-ე წუთზე ოპარე გააძევა მსაჯმა, თუმცა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელისთვის შეიძლებოდა წითელი ბარათის ჩვენება. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლუის დამიაომ შეაგდო პირველი ტაიმის მიწურულს. დიდი ხნის შესვენების შემდეგ "პენტაკამპეონების" რიგებს მარსელო და რონალდინიო შეუერთდნენ, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით კი გაუჩომ. რომ არა განას მეკარე, რონალდინიო მინიმუმ დუბლს გაიფრომებდა.

სანაკრებო  ბატალიები




პორტუგალია 1-0 საფრანგეთი U21


რაფაელ ვარანეს 21 წლამდელთა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიპიკაციო მატჩი წააგო პორტუგალიასთან. მიუხედავად ამ მარცხისა "მამლებს" არანაირი პრობლემა არ შექმნიათ სატურნირო ცხრილში. dle 10.1

  • wishmaster
  • 7 სექტემბერი 2011
  • 2545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)