კალეხონი:"სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ"

დღეს ხოსე მარია კალეხონმა პრესკონფერენცია გამართა...


"მე კლუბის საკუთრება ვარ და მაქსიმალურად შევეცდები დავეხმარო გუნდს. სათამაშო პრაქტიკა აუცილებლად მესაჭიროება. "რეალში" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება მათთვის ადგილის წართმევა ძირითადში."

"მინდა გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ კლუბში დასადგურებული ატმოსფეროთი. ჟოზე მოურინიო ძალიან მხიარულია და სხვებშიც ავრცელებს ამას. ასევე მაკვირვებს გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის ავსებენ სტადიონს. შესანიშნავი და მეგობრული ატმოსფერო სუფევს გასახდელშიც."

"ზაგრების "დინამო" ლიგის დებიუტანტთა შორის საუკეთესოა, რაზეც კლუბის ისტორია და მიღწევები მეტყველებს. მოუთმენლად ველით ჯერ "პრიმერას" შეხვედრას, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩს."

"ენცომ(ზიდანი) ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. 16 წლის ბიჭისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში. მას მამამისის ბევრი მანერა აქვს."

"გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მოვერიდო პრობლემებს. აგორდა სკანდალი კარვალიოზე. მას თავისი მიზეზები ჰქონდა და იმიტომ გააკეთა ის, რაც გააკეთა. მინდა ვთქვა, რომ მას გუნდში დაპირისპირება არ აქვს და არც სხვა ფეხბურთელებს შორის არსებობს რამე პრობლემა."

""ლა ლიგა" საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან აქ თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და ასპარეზობენ საუკეთესო კლუბები."
dle 10.1

  • wishmaster
  • 6 სექტემბერი 2011
  • 1555
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)