''შემოდგომის ლეგენდები''

შემდეგ სტატიაში მინდა ორიოდ სიტყვით მოგითხროთ ყოფილ ''მადრიდისტებზე'', ერთად ვნახოთ თუ როგორ ჩაიარა მათთვის ზაფხულმა და გავიგოთ თუ როგორია მათი მიმდინარე და სამომავლო გეგმები...


სტატიას არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციით დავიწყებ. სულ ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ, რომელმაც ''რეალში'' სამი წელი დაჰყო და მადრიდული პუბლიკაც დაიპყო. როგორც ფეხბურთლმა განაცხადა ამ გადაწყვეტილების თავი და თავი ტრამვა გახლდათ, რომელმაც ძლიერ შეაწუხა ფეხბურთელი, როგორც ექიმებმა განაცხადეს ფაბიო ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებდა და კანამაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფაბიო ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზეა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც კარიერის ბოლო წლებში ამაყად კაპიტნობდა...

''შემოდგომის ლეგენდები''


მადრიდში გატარებული 10 დაუვიწყარი წლის შემდეგ, როგორც ჩანს კარიერის დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი ''მადრიდისტა''. ფრანცისკო ''პაკო'' პავონმა პროფესიონალურ დონეზე ბურთაობა ფრანგული ''არლის'' რიგებში მოამთავრა. როგორც მოგეხსენებათ პავონი ''რეალის'' დაცვის ხაზის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახლდათ ივან ელგერასთან ერთად. ის ფლორენტინო პერესის პროექტის ''ლოს გალაკტიკოსის'' მადრიდული ''ოქროს ზოდი'' გახლდათ, ''ზიდანები და პავონები'' როგორც დონ ფლორენტინოს ცნობილი ფრაზა ჟღერდა. კანტერანო 30 წლის ასაკში საფრანგეთში ესპანური ''სარაგოსადან'' გადაბარგდა და ყოფილ კანტერანოს – ალვარო მეხიას შეუერთდა, როგორც ჩანს წყვილმა ნაკლებად გაამართლა და სკამზე გატარებული სეზონის შემდეგ პაკოსაც გული აუცრუვდა ბურთაობაზე...

''შემოდგომის ლეგენდები''


10 წლიანი მადრიდული სამუშაოს შემდეგ აბარგებულმა რაულ ბრავომაც შეცვალა თავისი მომავალი, მხოლოდ სხვა გზით. ის ამჯერად ''რაიო ვალეკანოს'' ღირსებას დაიცავს, საკმაოდ ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი მცველი კანტერაში კარლოსის შემცვლელად ყალიბდებოდა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ კარლოსს შემცვლელი ნამდვილად არ სჭირდებოდა, რაულის კარიერამაც უკუსვლა იწყო და ''პაკოსთან'' ერთად მასაც მოუწია 2007 წელს კლუბის დატოვება...

''შემოდგომის ლეგენდები''


სანამ ''შესანიშნავ სამეულზე'' გადავიდოდეთ კიდევ ერთი ლეგენდა, დევიდ ბექჰემი გავიხსენოთ და მისი აწმყო თუ მომავალიც განვიხილოთ. როგორც ჩანს დევიდს ასაკის მატება უკვე დაეტყო, მართალია ფეხბურთელი იხტიბარს არ იტეხს და სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრიც არ სურს, მაგრამ როგორ ჩანს მისი დროც მოვიდა. ყველა დროის საუკეთესო ''მოჯარიმეს'' ინგლისის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე წასვლა განუზრახავს, ვერ გეტყვით რამდენად რეალურია მისი ამ მიზნის განხორციელება, თუმცა ის ფაქტია, რომ დევიდს სამშობლოში დიდი გავლენა გააჩნია და სანაკრებო დონეზე მისი ადგილი ყველგან და ყოველთვის მოიძებნება.

''შემოდგომის ლეგენდები''


''შესანიშნავი სამეული'' მადრიდული ტრიოსგან შედგება. ფეხბურთელები, რომელთაც დაწერეს ''რეალის'' ისტორია. მიჩელ სალგადო, რაულ გონსალესი და გუტიერეს ერნანდესი. სამივე ფეხბურთელი მზადყოფნაშია თავის კლუბთან ერთად ახალი სეზონის დასაწყებად. მიჩელი ისევ ''ბლექბერნის'' რიგებში ირიცხება და როგორც ჩანს მომავალ წლამდე აქ დარჩება, შემდეგ კი სავარაუდოდ კარიერასაც აქვე დაასრულებს. როგორც მოგეხსენებათ სალგადო ''როვერსის'' რიგებში 27 ნომრით ასპარეზობს – ''2 ჩემთვის, ხოლო 7 რაულისთვის'' – მიჩელ სალგადო.
გუტი ისევ თურქული ''ბეშიქთაშის'' ღირსებას იცავს და წინა წლის შესაბამისად მიმდინარე სეზონშიც უკაპიტნებს გუნდს. 37 ჩატარებული მატჩით და 11 გოლით ის კლუბის ერთ–ერთი ლიდერი და უცვლელი ფიგურა გახლავთ.
''ელ კაპიტანოს'' მომავალი სეზონის დაწყებამდე ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მწვრთნელისა და კაპიტნის გუნდიდან წასვლის შემდეგ ''შალკეში'' სიტუაცია ცოტა არ იყოს აირია, რაულსაც სურვილი ჰქონდა გერმანია დაეტოვებინა და ესპანეთში, კერძოდ კი ''მალაგაში'' გაეგრძელებინა კარიერა, ყოფილ თანაგუნდელთან, რუდ ვან ნისტელროისთან ერთად, თუმცა ეს საქმე არ გამოვიდა, რაული ისევ ''შალკეს'' რიგებში ირიცხება და ჰუნტელაართან ერთად გელზენკირხენის ერთ–ერთი მთავარი იმედია.

''შემოდგომის ლეგენდები''


* * *

აქვე შევეხოთ ჰოლანდიელების თემასაც. დონ ფლორენტინო რომ მათ დიდათ არ წყალობს უკვე ბერჯერ დამტკიცდა, ხოლო ''რეალიდან'' გაპანღურებულნი ფეხს რომ აიდგამენ და თავის საქმეს 5–იანზე ასრულებენ ხოლმე, ეგეც ბევჯერ დამტკიცდა...
უესლი შნეიდერი და რაფა ვან დერ ვაარტი წელსაც განსაკუთრებულ ყურადღების ცენტრში მოექცნენ. კერძოდ კი, შნეიდერის შეძენით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, როგორც მოგეხსენებათ ''მანჩესტერს'' დიდი სურვილი ჰქონდა წითელი ეშმაკების რიგებში ჰოლანდიელი ეხილა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და უესლიმ პაპის სამშობლოში დარჩენა არჩია.
''მადრიდისტობით'' გამორჩეული რუდ ვან ნისტელროი მომავალ სეზონში ესპანური ''მალაგას'' ღირსებას დაიცავს. გერმანელებმა რუდი ''რეალისთვის'' ვერ გაიმეტეს და ''მალაგაში'' ვითომც არაფერი ისე გააბუნძულეს. ''მანჩესტერისა'' და ''რეალის'' ლეგენდა ერთ წელს ესპანეთში დაჰყოფს, ხოლოდ შემდეგ დიდი ალბათობაა იმისა, რომ მანაც საფეხბურთო კარიერას წერტილი დაუსვას და მწვანე მინდორი ამაყად დატოვოს.
რაულის თანაგუნდელ ჰუნტელაარსაც შევეხოთ. კლასი ზაფხულის არდადეგებზე მშვენივრად აბურთავდა და გოლებსაც უხვად ჰყრიდა მოძმე გუნდების კარში, თუმცა ბუნდესლიგაში რამდენად შეინარჩუნებს აღებულ გეზს ეგ კიდევ საკითხავია.
რაც შეეხება ''რეალის'' კიდევ ერთ ჰოლანდიელს როისტონ დრენტეს – ეს ფეხბურთელი გადრამავალი დროშასავით გადაეწოდება კლუბიდან კლუბს, ამჯერად ინგლისურ ''ევერტონში'' არის გამწესებული, სადაც სავარაუდოდ სკამის თბობა მოუწევს, ხოლო თუ შემდეგ სეზონშიაც ''რეალში'' მობრუნდა, ეჭვი მაქვს ეს დროშა კიდევ სხვას შერჩება ხელში... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)