მადრიდის რეალი და ბარსელონა VS დანარჩენი ლა ლიგა

2 მატჩი, 11 გოლი და უკვე კარგად ნაცნობი სატურნირო ცხრილი. "ნაპრალი" (თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ) რეალი-ბარსასა და ლა ლიგას სხვა კლუბებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა...


სამეფო კლუბმა სეზონი სარაგოსას განადგურებით დაიწყო, თეთრებმა 6:0 სძლიეს მეტოქეს. ბარსამ კი ქვა ქვაზე არ დატოვა ვილიარეალისგან, საბოლოო ანგარიში 5-0. ამ გამარჯვებით კლუბები ჩაუდგნენ სათავეში ლა ლიგას სატურნირო ცხრილს. სევილიას პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ ესპანეთის ჩემპიონატს სანაგვე უწოდა, საპასუხოდ რამოსმა შესთავაზა სხვა ქვეყანაში მოეძებნა მას სამსახური და ასე დაეღწია თავი სიბინძურისაგან. მიუხედავად ამისა ანდალუსიური კლუბის პირველ პირს ბევრი მომხრე გამოუჩნდა.

პირველმა ტურმა ნათელჰყო, რომ ბარსელონა და რეალი კვლავ პირველ და მეორე ადგილს გაიყოფენ. კითხვა "რატომ?" ყველამ იცის, ახლა გასარკვევი დარჩა ვინ გახდება ჩემპიონი და ვინ დასჯერდება მეორე ადგილს. ამის წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია.

სამეფო კლუბმა ზაფხულში ბევრი იშრომა იმისათვის, რომ ბარსელონას სათამაშო დონეს მიახლოვებოდა. თავდაუზოგავმა ვარჯიშმა და სწორმა შენაძენებმა სუპერთასზე თავი იჩინეს და თეთრებმა კატალონიელებთან თანაბარი ბრძოლა გამართეს. რაც შეეხება ბარსას, კლუბი ძალიან გააძლიერა ფბრეგასისა და ალექსის სანჩესის ტრანსფერმა, ამ ფეხბურთელებმა უკვე შეაყვარეს თავი გულშემატკივარს. ამ შემადგენლობით ბარსელონა პრიმერისა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია.

ბარსელონამ კვლავ მოიგო და ეს გამარჯვება მათთვის ადვილი არ იყო, გუნდი მთელი დატვირთვით თამაშობდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მომენტისათვის ბარსა მსოფლიოს უძლიერეს კლუბად რჩება. თუმცა ახლა ურთიერთშეხვედრებზე არ ვსაუბრობთ. მთავარი ის არის, რომ ჩემპიონატში სადაც ზედიზედ ორი სეზონი კლუბი აგროვებს 90-ზე მეტ ქულას, მაინც ვერ ხდება ჩემპიონი. ეს ემართება სამეფო კლუბს, ნებისმიერ სხვა გათამაშებაში თეთრები თასის მფლობელები გახდებოდნენ, მაგრამ არა ესპანეთში, სადაც თამაშობს მხოლოდ ორი გუნდი: რეალი და ბარსელონა.

გასულ სეზონში მესამეადგილოსანი ვალენსია გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს იყო ქულების სხვაობით, ვიდრე პირველ ადგილთან. მადრიდელები და კატალონიელები კვლავ დიდი სიმაღლიდან გადმოყურებენ პრიმერა დივიზიონის დანარჩენ გუნდებს. ჩემპიონატში კვლავ 20 გუნდი იასპარეზებს, თუმცა ტიტულისათვის მხოლოდ 2 იბრძოლებს.

ჩემპიონატის ბედს სავარაუდოდ ელ კლასიკოებში დაფიქსირებული შედეგები გადაწყვეტენ. როგორც ზემოთ აღვნიშნე სამეფო კლუბი ძალიან მიუახლოვდა კატალონიელებს თამაშის დონით და ახლა უკვე ძნელია უპირობო ფავორიტის გამოვლენა. კლუბებისათვის დამღუპველი იქნება ქულების დაკარგვა სუსტ გუნდებთან, ამიტომ მათგან ყოველ მატჩში 100%-ით დახარჯვას უნდა ველოდოთ.

გასულ სეზონში რეალმა ჩემპიონობა პირველ რიგში ბარსასთან 5:0 მარცხის გამო დათმო, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა 11 ქულაც, რომელიც სამეფო კლუბმა ისეთ გუნდებთან დაკარგა, როგორებიც არიან: მალიორკა, ლევანტე, დეპორტივო, სარაგოსა, ალმერია და სპორტინგი და 4 ქულა დაკარგა ელ კლასიკოებში. კატალონიელებმა კი ჯამში 11 ქულა დაკარგეს. საბოლოო ჯამში მათ ზუსტად 4 ქულით დაჯაბნეს მეტოქე.

ამის ყველაფრის შესახებ უჩვენოდაც იციან, როგორც ბარსელონაში, ასევე მადრიდში. ამიტომ გუნდები შეეცდებიან "აღგავონ პირისაგან მიწისა" ყოველი მოწინააღმდეგე. ნებისმიერი დაკარგული ქულა შეიძლება მათ ტიტულის ფასად დაუჯდეთ. ამ სეზონში კი გატანილ და გაშვებულ გოლებსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ამიტომ ორივე მხარე დიდი ანგარიშით მოგებას შეეცდება.

სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი

"ნაპრალი" ორ გრანდსა და ლა ლიგას სხვა გუნდებს შორის ამ სეზონში კიდევ უფრო გაიზარდა. ვალენსიამ დაკარგა გუნდის ლიდერი მატა, ვილიარეალმა - სანტი კაზორლა, მადრიდის ატლეტიკომ კი - დე ხეა, აგუერო და ფორლანი.

თუმცა ვალენსიამ ყველაზე მეტად იაქტიურა სატრანსფერო ფანჯრის დროს და გუნდში მოვიდნენ: კანალესი, პარეხო, რამი, ვიქტორ რუისი და პიატი. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა კი შეინარჩუნა ჯუზეპე როსი და გააკეთა მნიშვნელოვანი შენაძენი დე გუზმანის სახით, რომელიც ლა ლიგაში ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება.

მიუხედავად დიდი დანაკლისისა ატლეტიკომ კარგი შენაძენებიც გააკეთა. გუნდში მოვიდნენ: დიეგო, არდან თურანი, ფალკაო და გაბი. ამ ტრანსფერებით გუნდს შეტევაში ძალიან კრეატიული ფეხბურთელები დაუგროვდა, თან თუ გავითვალისწინებთ ხოსე ანტონიო რეიესს და ტიაგოს, რომლებიც გუნდის ღირსებას გასულ სეზონშიც იცავენ, მადრიდულ გუნდს ურიგო შემადგენლობა არ უგროვდება.

ატლეტიკ ბილბაოც არ დასუსტებულა, გუნდმა შეინარჩუნა ფერნანდო ლორენტე და დაიმატეს ანდერ ერერა, რომელიც გუნდს კრეატიულობას მოუტანს. მთავარია გუნდმა ახალი მწვრთნელის დავალებები სწორად გაიგოს და ალღო აუღოს მის სათამაშო სტილს.

სევილიამ შეინარჩუნა ბირთვი და მზად არის კონკურენცია გაუწიოს სხვა გუნდებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის ბრძოლაში. ნეგრედომ ნავასმა და პეროტიმ შესანიშნავად იასპარეზეს წინა ტურში მალაგას წინააღმდეგ. აგრეთვე გუნდს კარგად მოერგო ზამთარში ნაყიდი რაკიტიჩი.

რაც შეეხება მალაგას, გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოვიდა, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ მათ ჯერ დრო სჭირდებათ.

ბრძოლა გადარჩენისათვის

პატარა გუნდები ესპანეთში ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ლა ლიგას მხოლოდ ხუთმა გუნდმა მისცა თავს უფლება აქტიურად დაეხარჯა ფული. ესენია არიან: მადრიდის რეალი (68.5 მილიონი), ბარსელონა (80 მილიონი), მალაგა (80 მ), ატლეტიკო (10.7), გრანადა (9.3მ). ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების მთავარი მიზანია ბრძოლა გადარჩენისათვის, გავარდნა სიკვდილის ტოლფასია.

სეგუნდადან გადმოსულ გუნდებს შორის ყველაზე კარგად ბეტისი გამოიყურება, რომელსაც ნახევარმცველების კარგი ტრიო ჰყავს, აგრეთვე მათ იჯარით გაიფორმეს როკე სანტა კრუზი.

ოსასუნას სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო ყოველთვის გამარჯვების მოლოდინს ტოვებს, გუნდის თამაში კი - არა. ხეტაფეს შეეცვალა მფლობელები, მაგრამ ფული კლუბს არ მოემატა. გუნდი დატოვეს პარეხომ, ბოატენგმა და მანუმ. მათ ნაცვლად მოსული: პედრო ლეონი, დიეგო კოსტა, ლოპო და პაბლო სარაბია კი გულშემატკივრებს იმედს უტოვებენ, რომ მათი გუნდი შეინარჩუნებს ადგილს ლა ლიგაში.

ლევანტე შარშან არ გავარდა და ეს სასწაული იყო. კაისედომ თავისი გოლებით გუნდს ადგილი შეუნარჩუნა პრიმერაში და 10.7 მილიონად დატოვა კიდეც კლუბი. თავდამსხმელის გაყიდვით მოპოვებულმა თანხამ შეიძლება კვლავ გადაარჩინოს კლუბი. სარაგოსას ამჟამინდელი ვალი შეადგენს 146 მლნ. ევროს, კლუბმა 11.4 მილიონი გადაიხადა მეკარე რობერტოში და რომ არა ის, ანგარიში მადრიდის რეალთან 6:0 კი არა 16:0 იქნებოდა.

რაც შეეხება გრანადას მიკელ რიკო გუნდის ლიდერია და მან ეს ბეტისთან შეხვედრაში დაგვანახა, თუ გუნდმა ადგილი შეინარჩუნა ლა ლიგაში სწორედ მისი დამსახურება იქნება. რასინგმა ვალენსიასთან კარგად ითამაშა, მაგრამ 4:3 წააგო. გუნდს ძალიან დიდი ვალები აქვს, თუმცა თუ ასე განაგრძობს თამაშს შეინარჩუნებს ადგილს პრიმერაში.

მალიორკამ კი ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაყიდა და დაემშვიდობება კიდეც პრიმერას... თუმცა ამ კლუბის შესახებ ყოველ სეზონში ასე ვლაპარაკობთ... მალიორკა კი კვლავ ჩვენთან არის.

სუდ ლოუ SportIllustrated-თვის

ინფორმაციის წყარო: sportsillustrated.cnn.com dle 10.1

  • SunSay
  • 5 სექტემბერი 2011
  • 3707
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)