კანტერის უიქენდი

მადრიდის "რეალის" ასაკობრივმა გუნდებმა დღეს მატჩები გამართეს...


"კასტილიამ" ფრედ 1-1 ითამაშა"სეგუნდა ბ"-ს მესამე ტურში "ალფრედო დი სტეფანოზე" მესამე წუთზე ხუანფრანმა მადრიდისტები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუტზე "ალბასეტეს" ფეხბურთელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრეს.

"რეალ მადრიდ ც"-ს ფეხბურთელებმა პირველივე გასვლით შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. მადრიდისტებმა სტუმრად "მოსტოლეს ც" დაამრცხეს მინიმლაური ანგარიშით 1-0. შეხვედრის ერთადერთი გოლი დიასმა გაიტანა.

ერთადერთი ასაკობრივი გუნდი, რომელიც დამარცხდა, "ხუვენილა ა" არის. მადრიდისტებმა დაძაბულ ბრძოლაში სტუმრად "რაიოსთან" დათმეს მატჩი 2-3. "თეთრებიდან" გოლების გატანა კასტანომ და ბრავომ მოახერხეს.

"ხუვენილ ბ"-მ სტუმრად "ბეტის სან ისიდრო" გაანადგურა ანგარიშით 4-1. რამისის შეგირდებმა შესანიშნავად იასპარეზეს და როგორც ხედავთ, ეს შედეგზეც აისახა. სამწუხაროა, რომ მადრიდელთაგან ალექსი დაშავდა და მას ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება.

"ხუვენილ ც"-მ სტუმრად "ბრუნეტე" მიწასთან გაასწორა. მადრიდისტებმა 5-1 გაიმარჯვეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს "თეთრების" კომბინაციური თამაში. თითო-თითო გოლი გაიტანეს ბერნიმ, აგონეიმ, ლეონმა, მერჩანმა და მიკიმ. ამ გამარჯვებით ისინი "ესპიგას" ტურნირის ფინალში გავიდნენ და "ხეტაფესთან" გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. თავის მხრივ მეორე მადრიდულმა კლუბმა "ატლეტიკო" დაამრცხა ნახევარფინალში.

სხვებს არც "კადეტე ა" ჩამორჩა. მადრიდისტებმა სტუმრად "გუადალახ სიერა" გაანადგურეს 4-0. აღსანიშნავია,რომ ახალწვეულებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს. ამ სეზონში უკვე გუნდმა 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატრა, ხუთივე მოიგო, გაიტანა 24 გოლი და მხოლოდ 3 მიიღო საკუთარ კარში.

თავის მხრივ "კადეტე ბ"-მაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. "თეთრებმა" "რაიო მაჯადაჰონდა" დასცეს ძირს, დაამარცხეს რა 5-2. მატჩი ვალდებასაზე გაიმართა და მადრიდელთაგან გოლები ჯაკობომ, ალბერტომ, ანტონიომ, რივერომ და ბასმა გაიტანეს. dle 10.1

  • wishmaster
  • 4 სექტემბერი 2011
  • 1423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)