"კასტილია" - "ალბასეტე" [14:00]

დღეს "კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს მესამე ტურში "ალბასეტეს" მიიღებს...


"კასტილიამ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო. პირველ ორ ტურში მათ 3-3 ქულა მოიპოვეს. ჯერ კანტერანოებმა "სპორტინგ ბ" დაამრცხეს "ალფრედო დი სტეფანოზე" 1-0, ხოლო შემდეგ გასვლით მატჩში "კონქუესეს" შძლიეს 2-0. 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ "რეალის" სარეზერვო გუნდს ასეთი შედეგი არ ჰქონია. ასევე უნდა აღინშნოს, რომ "სეგუნდა ბ"-ში "კასტილია" 21 მატჩია დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ამჟამად "კასტილია" მეოთხე ადგილზე იმყოფება 6 ქულით. "ალბასეტესაც" ამავე რაოდენობის ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მესამე პოზიციას იკავებს. კანტერანოები იმედიანად ხვდებიან დღევანდელ შეხვედრას.

ალექსი:

"წელს "კასტილიას" დიდი შანსები აქვს ჩემპიონობისთვის. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ძალიან კარგად ვმუშაობთ. რა ხანია გუნდს ასეთი შედეგი არ ჰქონია. ჩვენ დაუმარცხებლად ვსაპარეზობთ უკვე 21-ე მატჩია "სეგუნდა ბ"-ში. მწვრთნელები ძალზედ დიდ სამუშაოს წევენ და ეს შედეგზაც აისახა. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეს დადებითი სტატისტიკა. მომდევნო ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი პრეტედენტია ჩემპიონობისა, მაგრამ ჩვენ არაფერს დავთმობთ. შევეცდებით 3 ქულა მოვიპოვოთ."


პაბლო გილი:

"ვიმედოვნებ, რომ შინ 3 ქულას მოვიპოვებთ. წინსვლას აუცილებლად განვაგრძობთ. შევეცდებით,რომ ჩემპიონობა მოვიპოვოთ. მგონი ყველაფერი სწორედ მაგ გზით მიდის. მწვრთნელმა პრაქტიკულად ახალი გუნდი შეჰქმნა. ჩვენ ახლა საკმაოდ კარგ დონეზე ვთამაშობთ და გპირდებით, რომ უკეთ შევძლებთ თამაშს."


ალბერტო ტორილმა ამ მატჩისთვის მხოლოდ 18 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთელების ნაწილი ასაკობრივ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. ზამორა და რიოსი ტრავმირებულია, ხოლო რაულ რუისი და ისააკის განაცხადში არშეყვანის მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

უნდა აღინიშნოს,რომ "ალბასეტე" დიდი იმედებით ჩავიდა დედაქალაქში. ფეხბურთელებს 800-მდე გულშემატკივარი ჩაჰყვა და ისინი იმედოვნებენ,რომ "კასტილიის" დამარცხებას შეძლებენ. ყოველგვარი წინაპირობაა იმისა, რომ "ალფრედო დი სტეფანოზე" ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო დაისადგურებს.

უკანასკნელად "კასტილია" და "ალაბსეტე" 2006-2007 წლების სეზონში შეხვდნენ. მაშინ "თეთრებმა" 2-1 იმარჯვეს დაძაბულ ბრძოლაში...

მატჩი დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება. dle 10.1

  • wishmaster
  • 4 სექტემბერი 2011
  • 1235
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (44)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)