გადამწყვეტი ეტაპი

“მადრიდის “რეალს” არ სჭირდება მოურინიოს ეს ნაწილი, რომლისაც ეშინიათ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს ან მწვრთნელის დამხმარეებს. ჟოზე ძალიან გავს Крысиная стая-ს მთავარ პერსონაჟს, რომელიც ისე აშინებს ჟურნალისტებს, როგორც დინ მარტინი, ქმრებს.” - ასე თვლიან სხვები…


მართლაც, ბოლო ხანებში მოურინიოს ისეთი ტიპაჟი აქვს შექმნილი ჟურნალისტებისგან და კატალონიური კლუბის წარმომადგენლებისგან, თითქოს ის რაღაც უჩხული იყოს და აუცილებლად უნდა მოშორდეს მადრიდს და ეს იმიტომ რომ ისინი თითქოს “ძალიან განიცდიან” თუ რა ბედი ეწევა “სამეფო კლუბს” პორტუგალიელი მწვრთნელის ხელში.

ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს…

გადამწყვეტი ეტაპი


სარაგოსასთან ჩატარებულმა შეხვედრამ, ყველას დაანახა, რომ მადრიდის რეალს არ სჭირდება მეტოქეები, რომლებისთვისაც დღეს გამოსარჩენია ყურადღების გადატანა არასაფეხბურთო თემებზე, რათა რეალი კიდევ უფრო გაახვიონ შავ ლაქაში და გამოაჩინონ როგორც ეგოისტი, არაკეთილსინდისიერი და ურჩხული გუნდი.

ეს აინტერესებთ მათ, რომლებისთვისაც გამოსარჩენია მოურინიოს ნებისმიერი გეგმის ჩაშლა, რადგან მათ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “ბლანკოსისთვის” დღევანდელ ეპოქაში მოურინიოს პროექტის წარმატება. ისეთი ძლიერი “რეალი”, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა “გალაქტიკოსის” შემდეგ, თუ ეს პროექტი დასრულდება კრახით, “ბარსელონა” სრულ ჰეგემონიას მოიპოვებს მომდევნო წლებში. ეს კი საშინელება იქნება მადრიდული სამყაროსთვის. ალბათ, არ არის საჭირო დასახელება, თუ ვინებზეა საუბარი.

გადამწყვეტი ეტაპი


აგრეთვე მადრიდის “რეალის” კეთილმოსურვე “ვითომ მადრიდისტები”, ყოველ ნაბიჯზე აკრიტიკებენ დღევანდელ რეალს. არგუმენტები ძალიან ბევრი აქვთ: თითქოს მოურინიო “სამეფო კლუბის” შემარცხვენელია, ის არცხვენს კლუბის ისტორიას. ზოგიერთი არგუმენტი პარადოქსულია. ისინი თხოვენ მოურინიოს, ერთ სეზონში დაამხოს თავის ისტორიაში საუკეთესო გუნდის მქონე “ბარსელონა”, (რომელიც აგრეთვე ერთერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოს ისტორიაში) და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს კანტერაზე დაყრდნობით, რომელიც ნამდვილად ვერ დაიკვენხის თავისი საუკეთესოობით.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, საფეხურთო სამყაროს უმეტესი ნაწილი თვლის, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტილი, რომელიც არის საუკეთესო ფეხბურთის თამაშისთვის(ალბათ მიხვდით, რომ იგულისხმება კატალონიელთა თამაშის სტილი) და რომელმაც არაერთხელ დაამცირა მადრიდის “რეალი”. მაგალითად გასული წლის ნოემბერში.

გადამწყვეტი ეტაპი


ჩემს მიერ ხსენებული “ელ კლასიკოს” შემდეგ “ბლანკოსს” მოუვიდა აზრად ერთი იდეა. (ამ დროს მთელი საფეხბურთო სამყარო აიდიალებდა “ბარსელონას”, ის მართლაც საუკეთესო იყო, თუმცა საუკეთესოში იგულისხმება მხოლოდდამხოლოდ ფეხბურთის თამაში.)
“ბლანკოსმა” აირჩია გზა, რომელიც “სამეფო კლუბის” ისტორიიდან გამომდინარე იყო ძალიან დიდ რისკთან დაკავშირებული. როგორც მაშინ ჟურნალისტები წერდნენ: “რეალმა” შეარცხვინა ისტორია, ის საშინელ ფეხბურთს თამაშობდა და გუნდში ნამდვილი მოჩხუბრები გამოდიოდნენ, ხოლო “ბარსელონა” იყო იდეალიზმის ეტალონი, სადაც გამოდიოდნენ “უფრთო ანგელოზები” და ყოველ გაუგებრობაში დამნაშავე მადრიდელები იყვნენ.

გადამწყვეტი ეტაპი


აპრილის “ელ კლასიკოებიდან”, ჩემი აზრით, მოურინიომ დაუშვა მხოლოდ ერთი შეცდომა, როცა რიგით მესამე “ელ კლასიკოში” გადაწყვიტა გუნდი უკან დაეწია და დაცვით სტილი ეთამაშა, თითქოს დაბრუნდა ვიეტნამის სინდრომი. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებამ დროებით შეაჩერა ის გარდატეხა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და რომელმაც დღემდე მოაღწია, მხოლოდ მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით.

კატალონიელებს ფინალში შეხვდა, ასე სასურველი მანჩესტერ იუნაიტედი, რომელთან შეხვედრისთვისაც მხოლოდ მათ იციან თუ რამდენი ეჭვი, თავდაუჯერებლობა და ჰეგემონიის დასრულების შიში გადაიტანეს, სუპერთასის ფინალის შემდეგ, რომელშიც მადრიდელებმა ყველას დაანახეს, რომ შეიძლება გვარდიოლას გუნდის დამარცხება აბსოლიტურად თანაბარ ბრძოლაშიც. ჩემთვის უბრალოდ საამაყოა, ის ფაქტი, რომ მეორე ტაიმში რელმა მეტოქეს გახსნილი თამაში შესთავაზა და ასეთ ბრწყინვალე შეხვედრაში აბსოლიტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ამის შემდეგ იყო ორი კლასიკო, რომლებშიც რეალმა ბოლო წლებში პირველად, “ბარსელონას” შემტევი ფეხბურთი შესთავაზა და აბსოლიტურად სწორადაც მოიქცა, სანტიაგო ბერნაბეუზე ბლანკოსმა სრულიად "შეჭამა" მეტოქე(თუმცა ეს არ აისახა ანგარიშზე), ხოლო კამპ ნოუზე თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი, პირველ ტურში სარაგოსაში, გამოჩნდა გუნდი, რომელმაც აჩვენა მეტოქეებისთვის გამანადგურებელი, ძლიერი, კომბინაციური და სანახაობრივი თამაში, რომლითაც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ისეთი როგორიც შეშვენის “სამეფო კლუბს”. კრიშტიანოს თითქოს ფეხში ბერკეტი აქვს, რომლის საშუალებითაც გააქვს გოლები. ის გავს ივო კარლოვიჩს, რომლის ბურთის დარტყმა პრაქტიკულად აუღებელია. ხაბი ალონსო ისევ ხერხემალია, რომელსაც “უჭირავს ჩონჩხი”. ოზილი ბენზემას ამარაგებს შესანიშნავი გადაცემებით, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და მზად არის სრულიად გამოავლინოს თავისი პოტენციალი.

გადამწყვეტი ეტაპი


ეს არის გუნდი, რომელსაც მოურინიოსგან ყველანი ველოდით, 5-0-ის შემდეგაც კი. გუნდი, რომელიც აპირებს ყველა იმ ლეგენდის განადგურებას, რომელიც “ბარსელონას” დაუმარცხებლობას ეხება და რომელიც კატალონიელების თამაშის “სილამაზით დატყვევებულმა” მედიამ ააგო. “რეალი” სასაცილოს გახდის “ბარსელონას” “ცაში აყვანას” (როგორც შაკირამ განაცხადა, სწორედ ეს უნდა გააკეთოს სამყარომ). აგრეთვე “ბლანკოსს” აქვს ქარიზმა, ითამაშოს სხვანაირად, ისე როგორც მას შეეფერება. ის “ბარსელონას” დაუპირისპირებს თავის ფილოსოფიას. არ მოიქცევა ისე, როგორც სურთ კატალონიელთა წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ისინი ჩათვალონ რომანტიულ, მშვიდ, უცოდველ და იდეალურ კოლექტივად. ეს არის ინსტიტუციური ჰეგემონია.

მაგრამ.. “რეალმა” ეს არ გააკეთა.. არ დაუწყია.. და არც დაიწყებს.. მაგრამ, დაასრულებს.

ის ეცდება უკვე ამ სეზონშივე მოიგოს სეზონის ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულიდან ერთ-ერთი. ჩვენ ეხლა ვიმყობებით ეტაპზე, როცა მადრიდის “რაელის” მეტოქეებისთვის გამოსარჩენია, ისაუბრონ არა ფეხბურთზე, როცა საქმე “სამეფო კლუბს ეხება.
dle 10.1

  • dato818
  • 3 სექტემბერი 2011
  • 3304
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)