კანტერანოების კომენტარები

RealMadrid.Com-თან "კასტილიასა" და "რეალ მადრიდ ც"-ს ფეხბურთელებმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს...


ალექსი - "კასტილია":

"წელს "კასტილიას" დიდი შანსები აქვს ჩემპიონობისთვის. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ძალიან კარგად ვმუშაობთ. რა ხანია გუნდს ასეთი შედეგი არ ჰქონია. ჩვენ დაუმარცხებლად ვსაპარეზობთ უკვე 21-ე მატჩია "სეგუნდა ბ"-ში. მწვრთნელები ძალზედ დიდ სამუშაოს წევენ და ეს შედეგზაც აისახა. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეს დადებითი სტატისტიკა. მომდევნო ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი პრეტედენტია ჩემპიონობისა, მაგრამ ჩვენ არაფერს დავთმობთ. შევეცდებით 3 ქულა მოვიპოვოთ."


პაბლო გილი - "კასტილია":

"ვიმედოვნებ, რომ შინ 3 ქულას მოვიპოვებთ. წინსვლას აუცილებლად განვაგრძობთ. შევეცდებით,რომ ჩემპიონობა მოვიპოვოთ. მგონი ყველაფერი სწორედ მაგ გზით მიდის. მწვრთნელმა პრაქტიკულად ახალი გუნდი შეჰქმნა. ჩვენ ახლა საკმაოდ კარგ დონეზე ვთამაშობთ და გპირდებით, რომ უკეთ შევძლებთ თამაშს."


კარლოს მოლინა - "რეალ მადრიდ ც":

"მადრიდის "რეალში" საუკეთესოდ ზრუნავენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მოხარული ვარ, რომ მეც მათ რიცხვს შევუერთდი. ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე. ჩვენ მომავალ მეტოქეზე ვერაფერს ვიტყვი. მათ ფეხბურთელებს არ ვიცნობთ, არ ვიცით მათი თამაში და შესაძლოა გაგვიჭირდეს კიდეც."


ბელიმა - "რეალ მადრიდ ც":

"გასულ კვირას ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. გუნდი ახლა მთლიანად მომავალ შეხვედრაზეა კონცენტრირებული. ვიმედოვნებთ, რომ აქტივში 3 ქულას მოვიპოვებთ. მე ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე. გუნდი მნიშვნელოვნად გაძიერდა სხვა ფეხბურთელებითაც. ეს ძალიან კარგია. გვყავს შესანიშნავი შემადგენლობა, და შეგვიძლია წლევანდელი სეზონი ტრიუმფალურად დავასრულოთ. მე მაქვს ჩვენი მომავალი მეტოქის თამაში ნაყურები. ისინი სერიოზულ ძალას წარმოადგენენ, თუმცა მათი დამარცხება თავისუფლად შეგვიძლია."
dle 10.1

  • wishmaster
  • 3 სექტემბერი 2011
  • 1445
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)