სიახლეები კანტერიდან

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სიახლეს მადრიდის "რეალის" კანტერიდან...


როგორც იცით, "ხუვენილ ა" წინა სეზონის ტრიუმფატორია. მადრიდისტები ამ სეზონშიც გეგმავენ წარმატების მიღწევას. 1993 წლის თაობა გადახალისდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გაძლიერდა კიდეც. გაბრწყინებას განსაკუთრებით კანარიესისგან, კასტანოსგან და საეზისგან მოელიან.მადრიდისტები პირველ შეხვედრას "რაიო ვალეკანოს" თანატოლებთან გამართავენ. "რაიო" წინა წელს ჩემპიონატში 10-ე ადგილზე გავიდა.

"კასტილია" 4 სექტემბერს "ალფრედო დი სტეფანოზე" "ალბასეტეს" მიიღებს. ალბერტო ტორილის შეგირდებს "სეგუნდა ბ"-ს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ. ძნელად სავარაუდოა, რომ "ალბასეტე" მადრიდიდან ქულის წაღებას მოახერხებს. ამჟამად "კასტილია" მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სეზონს იწყებს "რეალ მადრიდ ც"-ც. როგორც იცით უკანსაკნელი შეხვედრა მადრიდისტებმა "რაიო მაჯადაჰონდასთან" გამართეს და გაიმარჯვეს. ახლა კი ისინი "მოსტოლესს" დაუპირისპირდებიან.

"ხუვენილ ბ"-მ უკვე ითამაშა დღეს თავისი მატჩი და შინ "ბეტისთან" დამარცხდა 1-4. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მატჩი წინასასეზონო მომზადების ფარგლებში გაიმართა. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ალექსი დაშავდა და ჯერ უცნობია როდის შეძლებს იგი მოედანზე გასვლას.

"ხუვენილ ც" "ესპიგას" ტურნირზე გამოდის. დღეს ისინი "ბრუნეტეს" დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში მადრიდისტები ფინალში გავლენ და "ატლეტიკოსა" და "ხეტაფეს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

"კადეტე ა" დღეს მორიგ ამხნაგურ მატჩს გამართავს. ამჯერად მადრიდისტები "სიერა გუადალიხს" დაუპირისპირდებიან. უნდა აღინიშნოს,რომ პედრო სანჩესის შეგირდებმა ჩატარებულ 4 ამხანაგურ მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხეს და მხოლოდ 3 მიიღეს საკუთარ კარში.

"კადეტე ბ"-ს ფეხბურთელებმა დღეს ამხანაგურ მატჩში "რაიო მაჯადაჰონდას" თანატოლები დაამარცხეს 5-2. გოლები მადრიდელთაგან ჯაკობომ, ალბერტომ, ანტონიომ, რივერომ და ბასმა გაიტანეს... dle 10.1

  • wishmaster
  • 3 სექტემბერი 2011
  • 1439
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)