კაკას სრული ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა, ინტერვიუ ჩაწერა რიკარდო კაკასთან. გთავაზობთ სრულ ინტერვიუს.


- რას გრძნობთ სარაგოსასთან ბრწყინვალე ჩატარებული მატჩის შემდეგ?

- ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ სეზონი ასეთი თამაშით დავიწყე. შარშან სეზონის დასაწყისში ოპერაცია გავიკეთე და თითქმის ერთი წელი ფორმის დაბრუნებას ვცდილობდი. წელს პირველი მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ლამაზი გოლის გატანა? (ეს გოლი ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს)

- ამ გოლმა კიდევ უფრო გამიმყარა თავდაჯერებულობა და იმედი მაქვს ასეთ ტემპში გავაგრძელებ პროგრესს.


- მატჩის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი იყო, როცა თქვენი გოლი მთელმა გუნდა ერთად აღნიშნა..

- ჩვენ ყველა გოლს ერთად ვღნიშნავთ. ეს გოლი რიგით მეხუთე იყო მატჩში, მაგრამ თანაგუნდელებმა მაინც ერთად მომილოცეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუნდში შესანიშნავია ატმოსფეროა.


კაკას სრული ინტერვიუ

- თქვენ ძალიან მცირე დროში მოახერხეთ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. ასეთი რამ გახარებთ?


- ეს კიდევ უფრო მმატებს თავდაჯერებულობას. მნიშვნელოვანია სეზონის პირველივე მატჩის წარმატებულად ჩატარება, რათა სტაბილურად განაგრძო პროგრესი, რომ შეხვიდე ოფტიმალურ ფორმაში.


- თქვენა გუნდელებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხართ გუნდისთვის..


- ისინი მე ყოველთვის მამხნევებდნენ, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, როცა გვერდში ასეთი გუნდელები გყავს, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებიან.


- მოურინიომ თქვენზე განაცხადა: “მე ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში ისეთი ფეხბურთელი მყავს, როგორიც კაკაა.” - რას ნიშნავს თქვენთვის მისტერის ასეთი სიტყვები?

- სასიხარულოა რა თქმა უნდა. მოურინიო ყოველთვის მენდობოდა, მისი აზრი კი ავტორიტეტულია. მას შეეძლო ეთქვა, რომ არ ვჭირდები და შემიძლია სხვა გუნდი მოვძებნო, მაგრამ ის ნდობას მიცხადებს და მე ვეცდები არ გავუცრუო იმედები. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მე არამარტო მისტერი მენდობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტექნიკურ პერსონალს, კარანკას, რუი ფერიას და ყველა დანარჩენს.

კაკას სრული ინტერვიუ

- გრძნობთ, რომ მწვრთნელი გენდობათ?

- დიახ, ამას ყოველთვის ვგრძნობდი. მას სჯერა, რომ მე შემიძლია დიდი სარგებელი მოვუტანო გუნდს. მე და ჟოზეს ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ფორმაში ჩადგმომას არა მოურინიოსთვის, არამედ მთელი მადრიდული სამყაროსთვის ვეცდები, რადგან ვგრძნობ, რომ მათთან ვალში ვარ და ვეცდები ჩემი კარგი თამაშით ეს გამოვასწორო. მინდა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო და ამისთვის არაფერს დავიშურებ.



- რას იტყვით გუნდზე?


- ჩვენ ბრწყინვალე კოლექტივი გვყავს. სასიხარულოა, რომ წინასასეზონო პერიოდი წარმატებით გავიარეთ და ეხლა სრულ მზადყოფნაში ვართ. მინდა აგრეთვე ავღნიშნო სუპერთასის მატჩებიც, რომლებშიც თუმცა ვერ მოვიპოვეთ გამარჯვება, შესანიშნავად გამოვიყურებოდით და გუნდის პროგრესი გასულ სეზონთან შედარებით აშკარაა.

- რას ელოდებით მადრიდის “რეალისგან” ამ სეზონში?


- მხოლოდ კარგს. გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა, იგრძნობა, რომ წლეუს რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულების მოსაპოვებლად.

კაკას სრული ინტერვიუ

-და რას ელით რიკარდო კაკასგან?

- კაკა- მაგრამ საუკეთესო ფორმაში მყოფი, აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. აგრეთვე მინდა ვისიამოვნო ფეხბურთის თამაშით და ახალი მწვერვალები დავიპყრო ჩემს კლუბთან ერთად.


-ოცნებობთ “სიბელესზე” წარმატების აღნიშვნას?

-ეს ნებისმიერი მადრიდისტას ოცნებაა. შარშან ჩვენ ეს მოვახერხეთ, იგივეს ვგეგმავთ წლეულსაც.


-მოურინიო და კასილასი ამბობენ, რომ “ბლანკოსში” არ არსებობენ ხელშეუხებელნი..


-ეს ძალიან კარგია გუნდისთვის. დიდი კონკურენცია წარმატების საწინდარია. ყველა პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი აცხადებს კონკურენციას, რაც აუცილებლად წაადგება კლუბს.


-და ბოლოს რას ეტყოდით “რეალის” გულშემატკივრებს?

-მე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატტკივრებს. ისინი ყოველთვის მამხნევებენ, მაჩერებენ ქუჩაში და მეუბნებიან, რომ კლუბში დავრჩე და დავუბრუნდე ძველ ფორმას. აგრეთვე მინდა მათ ვუთხრა, რომ ყველაფერს ვაკეთებ ფორმის დასაბრუნებლად და ამას აუცილებლად მოვახერხებ.




წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • dato818
  • 3 სექტემბერი 2011
  • 2608
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)