ხუან კარლოსი დაბრუნდება?

"ბლანკოსის" აღზრდილი, ხუან კარლოს პერეს ლოპესი, რომელიც ამჟამად "სარაგოსაშია" შესაძლოა გუნდში 5 მილიონ ევროდ დაბრუნდეს.


"კასტილიას" ყოფილი ფეხბურთელი, ხუან კარლოსი, "რეალის" კანტერის ერთ-ერთ ყველაზე ტალანტურ ფეხბურთელად ითვლება. ბევრ გუნდს სურდა მისი შეძენა, თუმცა საბოლოოდ "სარაგოსამ" ყველას აჯობა.

დადიოდა ხმები, რომ "სარაგოსას" ხუან კარლოსის მხოლოდ არენდით აყვანა სურდა, თუმცა ბოლოს, მხარეები 2.5 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.

"ლა ლიგის" პირველ მატჩში, ხავიერ აგირემ ხუან კარლოსს შანსი მისცა და თამაშის საშუალება მისცა, მის მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვა პორტუგალიურმა "ბრაგამ", "რეალს" კი სწრაფად მოქმედება მართებს, შეგახსენებთ გამოსასყიდი თანხა 5 მილიონ ევროს შეადგენს.

და ბოლოს, ხუან კარლოსს მოუწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება "სარაგოსაში", ამ პერიოდის განმავლობაში კი "რეალი" და "ბრაგა" დააკვირდებიან და ეცდებიან ნიჭიერი ნახევარმცველი საკუთარ გუნდში გადაიბირონ. ამჟამად ხუან კარლოსი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების სრულფასოვანი წევრია.

სტატია მომზადებულია DefensaCentral.Com - ზე დაყრდნობით dle 10.1

  • MoraTa
  • 2 სექტემბერი 2011
  • 1797
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)