ემილიო ბუტრაგენიო სანტოსი

ბუტრაგენიოს შესახებ.


დაიბადა 1963 წლის 22 ივლისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.

გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში ხუთმა მადრიდელმა ბიჭუნამ,რომელსაც ჟრნალისტებმა "ბუტრეს ხუთეული" შეარქვეს, ჯერ ესპანეთი აალაპარაკეს,შემდეგ ევროპა,თუმცა მათგან გაცემული ავანსები მხოლოდ ემილიო ბუტრაგენიომ,მანოლო სანჩისმა და მიჩელმა გაამართლეს.ისინი სამეფო კლუბის ყველა დროს ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშეებად იქცნენ. "ბუტრეს ხუთეულში" თავად ემილიოს,მანოლო სანჩისის და მიჩელის გარდა რაფაელ მარტინ ვასკესი და მიგელ პარდესა თამაშობდნენ..

ემილიო ბუტრაგენიო "რეალში" 1981 წელს ჩაირიცხა,თუმცა მხოლოდ 1984 წელს ითამაშა პირველ გუნდში.5 თებერვალს "კადისის" იასპარეზა.როცა მოედანზე შევიდა,მადრიდელები 0:2 აგებდნენ,საბოლოოდ კი 3 :2 გაიმარჯვეს. მესამე გოლი მეტოქის კარში სწორედ ბუტრაგენიომ გაიტანა. იმს სეზონში რეალს ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო წვრთნიდა.

1984 წლის 12 დეკემბერს თავდამსხმელმა პირველად იასპარეზა ევროპის საკლუბო ტურნირში: ბრიუსელის "ანდერლეხტთან" 6:1 მოგებულ შეხვედრაში შეიტანა თავისი წვლილი..

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ემილიო პირველად 1984 წლის 17 ოქტომბერს გამოჩნდა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში–უელსელების წინააღმდეგ იასპარეზა.1986 წელს მექსიკაში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბუტრაგენიომ დანიასთან 5:1 მოგებულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.საერთო ჯამში კი,ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 69 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის დღეს მეოთხე ადგილზეა.(რაულს,ფერნანდო იეროს და ფერნანდო მორიენტესს ჩამორჩება)

1994–95 წლების სეზონში,როცა "რეალმა" კვლავ მოიგო პრიმერა დივიზიონი,ემილიომ მხოლოდ 8–ჯერ იასპარეზა ჩემპიონატში და 1 გოლის გატანა შეძლო.ამით მისი მადრიდული კარიერა დასრულდა.

1995_98 წლებში ის მექსიკის "კლაბ სელაიას" ფეხბურთელი გახლდათ,სადაც დაასრულა კიდეც კარიერა.


ემილიო ბუტრაგენიო სანტოსი

კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონი: 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1995.
ესპანეთის თასი: 1989, 1993.
ესპანეთის ლიგის თასი: 1985
ესპანეთის სუპერთასი: 1988, 1989, 1990, 1993
უეფა–ს თასი: 1985, 1986.
მადრიდის "რეალში" 341 მატჩი,122 გოლი.
dle 10.1

  • jackass
  • 2 სექტემბერი 2011
  • 2833
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)