"შუშის მადრიდი"

 

შაჰინის შემთხვევა გვახსენებს პროსინეჩკის, ვუდგეუტის და რობენის ისტორიებს.


 


ბოლო ინფორმაციით რეალის თურქი ლეგიონერი ნური შაჰინი 2 თვეს გამოტოვებს (8 ლა ლიგის მატჩი, 3 - ჩემპიონთა ლიგა) და ყველაზე კარგ შემთხვევაში თავის საუკეთესო კონდიციებს სავარდუდ ნახევარი წლის შემდეგ დაიბრუნებს. ბლანკოსის მრავალფეროვან ისტორიაში, ყოფილა მსგავსი შემთხვევბი, როდესაც ფეხბურთელები ასე ხშირად იღებდნენ ტრავმებს

პირველი "შუშის" ფეხბურთელი, მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში რობერტ პროსინეჩკი გახდა (ფოტოზე მარცხნივ). მისი შეძენის იდეა რამონ მედოზას ეკუთვნოდა და საბოლოოდ "თეთრებმა", 1991 წელს, მის სანაცვლოდ 2,5 მილიონი პეესეტი გადაიხადეს. იგეგმებოდა, რომ ახალი ფეხბურთელი "რეალს" ევროპული ტიტულების მოგებაში დაეხმარებოდა.

მაგრამ გამოვიდა ისე, რომ პროსინეჩკი არც თუ ისე ხშირად ჩნდებოდა ძირითად შემადგენლობაში. თავის პირველ სეზონში მან მთლიანობაში 3 თამაში ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა, რომელიც საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. მადრიდული მედპერსონალი დიდი ხნის მანძილზე იმტვრევდა თავს, რომ როგორმე განეკურნათ ფეხბურთელი ტრავმისადმი მიდრეკლიებისაგან. უნიშნავდნენ სხვადასხვა ტიპის დიეტებს, გამოუცვალეს კბილები და სირბილის სტილის შეცვლაც კი აიძულეს. უამრავი გამოკვლევა ჩაუტარეს, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს მისი ხშირი ტრავმიანობის მიზეზი. საბოლოოდ ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პროსინეჩკის "შუშის" ფეხბურთელობის მიზეზი, დიდი ფსიქოლოგიური წნეხი იყო და მუდმივი სტრესის გამო იღებდა იგი ტრავმებს. აღმოჩნდა, რომ ექიმების ეს დასკვნა სრულებით შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან ფეხბურთელი რეალის შემდეგ "ოვიედოში" გადაბარგდა და იქ უამრავი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.



საბოლაოდ პროსინეჩკიმ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, სამ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა. დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ მოკრძალებული შედეგია, ხოლო თეთრების მორიგი "შუშის" ფეხბურთელი ჯონათან ვუდგეიტი (ფოტოზე ცენტრში) მსგავს სტატისტიკაზე ვერც კი იოცნებებდა. როგორც შაჰინი და ალტინტოპი, ინგლისის ნაკრების მცველი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ტრავმირებული ჩამოვიდა. არასერიოზული ტრავმის გამო მისი დებიუტი თავიდან რამოდენიმე კვირით, ხოლო შემდეგ თვეებით გადაიდო. საბოლოოდ ვუდგეიტმა მთელი სეზონი გამოტოვა და მისი დებიუტი მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩში შედგა. იმ შეხვედრაში ვუდგეიტმა შეცვლამდე, მხოლოდ თავის კარში გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი (იხილეთ ვიდეო).



თავის მეორე სეზონში ვუდგეიტმა მოახერხა და სასტარტოს ფეხბურთელად იქცა. მან 12 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ერთი "როსენბორგის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში, სანამ მან ისევ ტრავმა არ მიიღო. ტკივილებმა ზურგის არეში აიძულა ფეხბურთელი, რომ ოპერაციაზე დათანხმებულიყო, რის გამოც მას 2006 წლის გერმანიის მუნდიალის გამოტოვება მოუხდა. ამით დასრულდა მისი კარიერა მადრიდში და გაგრძელდა ინგლისურ "მიდლსბროში", სადაც მან პირველ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, ხოლო შემდეგ ისევ ტრავმიანობის სერია დაეწყო. გასულ სეზონში "სპურსის" შემადგენლობაში სულ რაღაც 1 თამაში ჩაატარა, ხოლო ამჟამად "სტოუკ სიტის" ღირსებას იცავს.

ბლანკოსის უკანასკნელ "შუშის" ფეხბურთელად ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი ითვლება, რომელიც 2007 წელს "ჩელსიდან" 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა მადრიდში. ჰოლანდიელის ტრავმისაკენ მიდრეკილება ახალი არ იყო, მან ჩელსიში გატარებულ 2 სეზონში 9 ჯერ "მოახერხა" ტრავმის მიღება. თავის პირველ სეზონში "ბაიერნის" შემადგენლობაში იგი მყარად იყო ძირითადის ფეხბურთელი, ხოლო სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მას ისევ დაეწყო ტრავმიანობა. ამჟამად რობენი აღდგენით პროგრამებს გადის ინდივიდუალური პროგრამით.

"შუშის მადრიდი"


Marca.com
dle 10.1

  • khmala
  • 2 სექტემბერი 2011
  • 3764
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)