ფერნანდომ იტალიის დედაქალაქი არჩია

მოგეხსენებათ, ფერნანდო გაგოს შეძენით ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ბოლო დროს ყველაზე მეტად იტალიის რომა და მანჩესტერ "სიტი" აქტიურობდნენ, მაგრამ ბრძოლაში პალერმოც ჩაება, სიცილიური კლუბი არგენტინელ მოთამაშეს სარფიან კონტრაქტს სთავაზობდა...


გაგოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და იგი იტალიის დედაქალაქისკენ აიღებს გეზს, რომამ და არგენტინელის აგეტნმა შეთანხმებას მიაღწიეს, საუბარია 7 მილიონ ევროზე, რომელსაც "ბლანკოსის" ადმინისტრაცია მიიღებს, კონტრაქტის პირობებს კი ახალი კლუბი და ფეხბურთელი თავად განიხილავენ.

"პალერმოს" შეთავაზება ოფიციალურად იქნა უარყოფილი, რაც შეეხება მანჩესტერულ გუნდს, ინგლისში გადასვლაზე ფერნანდო დიდ ხანს ორჭოფობდა, რადგან არ სურდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სწორედ ამან განაპირობა ნახევარმცველის "იტალიური" არჩევანი.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებია დარჩენილი, ამჟამად ყველა მოუთმენლად ელოდება სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის (RealMadrid.Com) განცხადებას ტრანსფერის გაჩარხვის თაობაზე. dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2011
  • 2839
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)