14 გოლი ბოლო 5 შეხვედრაში

კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგის სადებიუტი შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა და ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, ფეხბურთელი მოედანზე ნაყოფიერად გამოდის და გუნდს გატანილი გოლებით ეხმარება. პორტუგალიელმა მოთამაშემ პრიმერას ბოლო 5 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა...


შარშანდელი სეზონის მიწურულს რონალდომ 11-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა. ყველაფერი სევილიასთან შეხვედრით დაიწყო, როდესაც კრიშტიანომ პოკერი გაიფორმა, რეალმა კი ის შეხვედრა 2-6 მოიგო, შემდეგი მატჩი ხეტაფესთან გაიმართა, მადრიდელებმა თანაქალაქელები 4-0 გაანადგურეს, ხსენებულ შეხვედრაში რონიმ ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლო, მესამე შეხვედრაში რონალდო დუბლს დასჯერდა, ის დაპირისპირება "ბლანკოსმა" "ვილიარეალს" მოუგო ანგარიშით 1-3, მეოთხე დაპირისპირება ალმერიასთან გაიმართა, სადაც პორტუგალიელმა წინა მატჩის შედეგი გაიმეორა და ორი გოლის გატანა მოახერხა, გუნდმა კი 8-1 გაიმარჯვა.

ახალი სეზონის დებიუტში კი პორტუგალიელმა 3 გოლი გაიტანა და ბოლო 5 შეხვედრაში 14 ბურთი დაუგროვდა, რონალდო განაგრძობს რეკორდების დამყარებას.

14 გოლი ბოლო 5 შეხვედრაში
dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2011
  • 3091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)