მოუ: "ბედნიერი ვარ აქ"

ჟოზე მოურინიო "ელ მუნდოს" ჟურნალისტს შეხვდა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა...


"მოვილიეთ ამხანაგაური მატჩები. ახლა კი მზად ვართ,რომ სეზონი დავიწყოთ. 48 წლის ვარ, მაგრამ თავს ბევრად ახალგაზრდად ვგრძნობ. გუნდთან ერთად ტავდაუზოგავად ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ წინასასეზონო მომზადება წარმატებით გავიარეთ და შარშანდელთან შედარებით გაცილებით ძლიერები ვართ. ყოველივე ამას ჩვენ სეზონში ვაჩვენებთ."

"იმის გამო,რომ მე ადანი ვათამაშე, ბევრმა გამაკრიტიკა. მინდა ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ ვთქვა,რომ ეს ანტონიოსთვის გავაკეთე. არ მინდა,რომ გუნდში უპრაქტიკო ფეხბურთელი მყავდეს. დადგება დღე, როცა იკერ კასილასის შემცვლელი სწორედ ადანი გახდება. ჩემს გუნდში არცერთი პოზიცია არ არის ხელშეუხებელი."

"ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბევრი რამე შეიცვალა. ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ფუნდამენტარული სიმართლე, მათი უმრავლესობა ფარისეველია. ჩვენი წინაპრები სხვაგვარად იყვნენ: მდიდარი, ღარიბი - ყველა ბედნიერი იყო. ახლა კი სრულიად საპირისპირო სუფევს. ვფიქრობ,რომ თუ გულწრფელი და პატიოსანი ხარ ვერ გადარჩები. შეიძლება ზოგჯერ არ ვარ სწორი, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. იმის შიში არ მაქვს, ჩემს ნათქვამს თუ რა შედეგები მოჰყვება. მე არასოდეს შევიცვლები."

"მე პირველივე შემოთავაზებაზე დავთანხმდი "ინტერიდან" "რეალში" გადმოსვლას, რადგან "ბლანკოსი" მსოფლიოს უდიდესი კლუბია. აქ ბედნიერი ვარ. მაქვს იმის განცდა,რომ სწორ ადგილას მოვხვდი. სხვებს არ ვგავარ - "ვითომ მადრიდისტებს"."

"როცა მე უეფას წინაშე წარვსდექი, იქ 5-6 საათი გავატარე. რაკი გარეთ გამოვედი, თავი 10 წლის ახალგაზრდასავით ვიგრძენი. მე მათ ყველაფერი ვუთხარი, აბსოლუტურად ყველაფერი. როცა მე სასჯელი შემიმსუბუქეს, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)