ორი ძველი ნაცნობი და მოულოდნელი სტუმარი

გუშინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა. გაირკვა "რეალის" მეტოქეების ვინაობა. ეს გუნდები არიან: "ლიონი", "აიაქსი" და ზაგრების "დინამო"...


მადრიდის "რეალი" უკვე წლებია ვერადავერ ცდება "ლიონს". გარდა ფრანგებისა "მერენგებს" კიდევ ერთი ნაცნობი ჰყავთ ჯგუფში "აიაქსის" სახით. მეოთხე გუნდი D ჯგუფისა ზაგრების "დინამოა", რომელსაც წელს დებიუტი აქვს.

"ლიონი" - "რეალის" აჩრდილი


მადრიდის "რეალს" ცუდი მოგონებები აკავშრებს ფრანგულ კლუბთან. წლების ლოდინის შემდგე, ლიგის წინა გათამაშებაზე "ბლანკოსმა" შეძლო "ლიონის" ბარიერის დაძლევა. მადრიდისტებმა წლების ჯავრი ერთიანად იყარეს და ფრანგები უშანსოდ დატოვეს. "მერენგებმა" თავიანთი მეტოქე 3-0 გაანადგურეს "ბერნაბეუზე". წინა წელთან შედარებით ფრანგებში მნიშნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. გუნდი დატოვა ტულალანმა, თუმცა გურკუფი, ლისანდრო, ბასტოსი და გომისი სრულად არიან მზად თავი გამოიჩინონ. ასევე დავუმატოთ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ლლორისიც. ჯგუფურ ატაპზე "რეალს" არასოდეს მოუგია "ლიონისთვის".

ისევ "აიაქსი"


"აიაქსი" ერთი წლის შემდეგ კვლავ "რეალთან" მოხვდა ჯგუფში. ფრენკ დე ბურის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. მართალია ჰოლანდიელებმა ლუის სუარესი დაკარგეს, მაგრამ ისინი მაინც ბრწყინვალედ თამაშობენ. ვიელი, ალდერვეირედი, ერიქსენი, სულეიმანი და იენსენი შესანიშნავად გამოიყურებიან და მადრიდისტებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან. გასულ სეზონში "რეალმა" "აიაქსი" უშანსოდ დატოვა. "ბერნაბეუზე" - 2-0 და "ამსტერდამ არენაზე" - 4-0...

ახალბედა "დინამო"


ხორვატებისგან რაიმე განსაკუთრებულს არავინ ელის, მაგრამ ბალკანელებს აქვთ თავიანთი ფარული იარაღი. მათ "მალმო" დაამრცხეს პლეიოფში და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გავიდნენ. ყველაზე დიდ საფრთხეს "დინამოელთაგან" სამირი და ჩიკი წარმოადგენენ. მადრიდისტები პირველ შეხვედრას სწორედ ზაგრებში გამართავენ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)