კარვალიომ შესაძლოა დაისვენოს

მადრიდის "რეალის" დღეს გვიან, სანტიაგო ბერნაბეუს თასისთვის იბრძოლებს, ჟოზე მოურინიოს გუნდის მეტოქე თურქული გალათასარაი იქნება. ამ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ პატარა ცვლილებებია მოსალოდნელი...


პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ ახალგაზრდა ახალწვეულ ვარანეზე, რომელმაც წინასასეზონო მომზადების დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჟოზეს სიმპატიები დაიმსახურა. ექსპერტთა ვარაუდით "გალათასარაისთან" შეხვედრას ახალგაზრდა მცველი სასტარტოში დაიწყებს, რიკარდო კარვალიოს კი დასვენების საშუალება მიეცემა, რომელმაც ორი მომქანცველი კლასიკო გამართა, ამას ისიც ემატება, რომ პორტუგალიელი მოთამაშე ტურნეების დროსაც ხშირად ატარებდა მატჩებს, გამომდინარე აქედან მისი დასვენება ურიგო არ იქნება.

ნური შაჰინი "ბლანკოსის" რიგებს დიდი ხანია შეუერთდა, მაგრამ ტურნეს დროს მიღებულმა ტრავმამ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდთან ერთად მომზადებაში ხელი შეუშლა, მაგრამ ამჟამად ყველაფერი რიგზეა, თურქი მოთამაშე უკვე რამდენიმე დღეა "მერენგების" მოთამაშეებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მზად არის თანამემამულეების დასამარცხებლად, ეს შეხვედრა შაჰინისთვის პირველი იქნება, რომელიც ოფიციალურ სახეს მიიღებს, მას ძალიან სურდა განმეორებით "ელ კლასიკოში" თუნდაც რამდენიმე წუთით ჩართვა, მაგრამ ექიმები კატეგორიულ უარზე იყვნენ. სავარაუდოდ მისი დებიუტი დღეს შედგება, მაგრამ იგი 90 წუთი ასპარეზობას ვერ შეძლებს.

დღევანდელი შეხვედრა შესაძლოა სასტარტოში დაიწყონ რიკარდო კაკამ და გონსალო იგუაინმა. არგენტინელი ფორვარდი სასურველი კონდიციისგან აშკარად შორს არის და "გალათასარაისთან" მატჩში მონაწილეობის მიღება მას ფორმის აღდგენაში უნდა დაეხმაროს. ბრაზილიელი ფლეიმეიკერიც არ იმყოფება სახარბიელო კონდიციაში და იგიც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასთან" შეხვედრაში რიკიმ რამდენიმეჯერ გაამწვავა სიტუაცია, (ამას ისიც ემატება, რომ კაკას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა) იგი მაინც არ იმყოფება სახარბიელო მდგომარეობაში. dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2011
  • 2027
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)