მოურინიოს გეგმა - ნეიმარი

მოურინიომ იცის, რომ ნეიმარი ზამთარში მადრიდში გადმობარგდება.


როგორც მოგეხსენებათ, მოურინიომ უკვე განაცხადა, რომ მას ახალი ფეხბურთელი არ სჭირდება და კმაყოფილია გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით. ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან შარშან, ამ დროს "ბლანკოსს" ფორვარდის პოზიციაზე, როგორც ეხლა, ბენზემა და იგუაინი ჰყავდა, ხოლო ჯოზე უკმაყოფილო იყო და ძალიან სურდა კიდევ ერთი თავდამსხმელის შეძენა.

როგორც აღმოჩნდა, ჟოზეს თავისი გეგმები აქვს. მესამე ფორვარდის პოზიცია, მან უკვე მორატას მიანდო. ხოლო ზამთარში, პორტუგალიელი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდება, ნეიმარ და სილვას სახით.

საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელ ვუნდერკინდს, ჟოზე არ მოისაზრებს, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელს. მოურინიოს ბრაზილიელ ფეხბურთელზე სხვა გეგმები აქვს. ის თვლის, რომ ნეიმარს შეუძლია გუნდის ერთერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და ეს ნახევარდაცვის ზოლიდან გააკეთოს. და სილვას შეუძლია, როგორც გარემარბეგად, ისე გამთამაშებლადაც თამაში. ასე რომ, ის შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც დი მარიას, ისე ოზილის შემცვლელადაც.

ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და სრულიად სამართლიანადაც. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. ხოლო მოურინიოს და ზიდანის დახმარებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ბრაზილიელმა ვუნდერკინდმა სრულიად გამოავლინოს თავისი ტალანტი და მსოფლისო საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.


წყარო: Marca; As; Sky Sports
dle 10.1

  • dato818
  • 24 აგვისტო 2011
  • 2975
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)