გაგო რჩება?

ფერნანდო გაგოს მომავალი ბურუსით არის მოცული. არგენტინელი ფეხბურთელი უკვე 2 წელია სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მეტს არაფერს აკეთებს. ჯერ მანუელ პელეგრინიმ, შემდეგ კი ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველის კარიერა ძალიან უკან დაწია, არც ჩილელი ენდებოდა ფერნანდოს და არც პორტუგალიელი ენდობა, ახალგაზრდა მოთამაშე ახალი გუნდის ძიებაშია...


გაგოს შეძენით ივლისის თვეში იტალიური ნაპოლი ინტერესდებოდა, მანამდე არგენტინელს მანჩესტერ "სიტიმაც" დაადგა თვალი, მაგრამ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა იხურება, მოურინიოს კი არგენტინელის გუნდში დატოვება არ სურს, მაგრამ მსურველები აღარ აქტიურობენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მადრიდელებს კიდევ ერთხელ შესთავაზა ფერნანდოს ტრანსფერზე საუბარი, იტალიელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადონ, პერესი კი 11 მილიონს "კაპიკს" არ აკლებს.

პრაქტიკულად ნაპოლის გარდა ფერნანდოს მსურველი გუნდი ამ ეტაპზე არ ჩანს, ამიტომ სავარაუდოა, რომ მინიმუმ ზამთრამდე ფეხბურთელი კვლავ სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს. dle 10.1

  • Hala
  • 21 აგვისტო 2011
  • 2317
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)