Goal.Com 50! - მესუთ ოზილი - 8

როგორც იცით, Goal.com გთავაზობთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა ორმოცდაათეულს. ნელ-ნელა უკვე ვლინდება საუკეთესო ათეულიც. მერვე ადგილზე მესუთ ოზილი გავიდა და ახლა სწორედ მის პროფილს გთავაზობთ...


თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საპსაუხისმგებლო სატარებელი არის 10 ნომრიანი მიასური. ძირითადად მას ნახევარმცველები და თავდამსხმელები ირგებენ. ალბათ ყველა შეთანხმდება იმაზე,რომ ძალზედ რთულია ატარო 10 ნომრიანი მაისური. ეს ფაქტობრივად ნიშნავს,რომ ხარ გუნდის შემოქმედი. დღესდღეობით რომ გადავავლოთ ნებისმიერი გუნდის "ათიანებს", აღმოვაჩენთ,რომ ყველა თუ არა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ამ "შემოქმედებითი" მაისურის ღირსეული მატარებელია. "რეალში" ამ მაისურის საუკეთესო მფლობელად მესუთ ოზილი მოგვევლინა...

მესუთ ოზილი მადრიდის "რეალს" ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა. ყველასთვის ნათელი იყო,რომ იგი რიკარდო კაკას შემცვლელი უნდა ყოფილიყო და ასევე ყველას სჯეროდა,რომ მესუთი ძირითადად შეცვლებზე შევიდოდა მოედანზე. თუმცა, ბრაზილიელმა ტრავმის გამო მძიმე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის დასაყისი სარეაბილიტაციო კურსებით შეხვდა. ამით "ვერდერის" ყოფილ ფეხბურთელს უდიდესი შანსი მიეცა თავისი შესაძლებლობების წარმოჩინებისთვის. მან აბსოლუტურად გაამართლა მწვრთნელის იმედები და ახლა სრულად დამსახურებულადაც მიიღო 10 ნომრიანი მაისური...

Goal.Com 50! - მესუთ ოზილი - 8


ოზილმა გულშემატკივრების გული მალევე მოიგო. ყველას თავი ელეგანტური თამაშით შეაყვარა. იგი უდიდეს სამუშაოს ასრულებდა გასული სეზონის განმავლობაში. თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ რიგ მატჩებში იგი მოედანზე დირიჟორად გვევლინებოდა. მესუთ ოზილი მადრიდელთაგან ერთ-ერთი პირველია,რომელმაც ყველა მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა. როგორც იცით, კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში 53 გოლის გატანა მოახერხა თეთრი მაისურით და მათგან 12 სწორედ მესუთის პასით შეაგდო.

Goal.Com 50! - მესუთ ოზილი - 8


მესუთ ოზილის ბურთთან შეხება მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მის თამაშს თუ დააკვირდებით, იგი იშვიათად ცდილობს მცველის მოტყუებას. ძირითადად მესუთი მოკლე და ლამაზი პასებით შემოიფარგლება, რაც მთავარია - შედეგიანით(!). იგი ცდილობს მატჩში ბურთი რაც შეიძლება კარგად გაანაწილოს. უნდა აღინიშნოს,რომ ოზილი ძალზედ ელეგანტურად თამაშობს. რაღაცით მისი თამაში ლეგენდარული ზინედინ ზიდანისას წააგავს.

გერმანიის ნაკრებისა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი დღითიდღე პროგრესს განიცდის. წინასასეზონო მომზადება მესუთმა შესანიშნავად გაიარა და ყველა წინაპირობა არსებობს იმისა,რომ ოზილი მომავალ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამარტო "ლა ლიგაში", არამედ მთელს მსოფლიოში. ნელ-ნელა თურქი ფესვების მქონე გერმანელი საფეხბურთო ელიტაში იკავებს ადგილს.

რონალდოსთან ერთად მესუთ ოზილი მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დიდ იმედებს უსახავს. სწორედ მისი და პორტუგალიელის "მოღვაწეობის" პერიოდში აქვს "ბლანკოსს" დიდების დაბრუნების შანსი. ახლა "მერენგები" ყველაზე ახლოს არიან ნანატრი ჩემპიონთა ლიგისა და "ლა ლიგის" მოგებასთან. ასევე დიდ იმედებს ამყარებენ მესუთზე გერმანიის ნაკრებშიც.

"გარკვეული ელეგანტურობა ახასიათებს ოზილის თამაშს. ის არ არის იმ ტიპის ფეხბურთელი,რომელიც ერთი-ერთზე ატყუებს მცველს. ამის ნაცვლად ის ბურთს მარტივად ანაწილებს, რომელსაც სილამაზე მოაქვს მოედანზე."


როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, მესუთს ადარებენ თვით ზინედინ ზიდანსაც. ოზილს აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს მისი პირველი დიდი საერთაშორისო ტიტული იმ ასაკში,რომელშიც ზიზუს არაფერი ჰქონდა მოგებული. მას აქვს უდიდესი მხარდაჭერა როგორც კლუბიდან ასევე თითოეული ფეხბურთელიდან. რა თქმა უნდა მას ენდობიან გერმანიაშიც...


Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში
46)ვიქტორ ვალდესი
45)ცესკ ფაბრეგასი
44)რაული
43)ჟერვინიო
42)მატს ჰუმელსი
41)იაია ტურე
40)იკერ კასილასი
39)მარსელო
38)სამირ ნასრი
37)კარლეს პუიოლი
36)ანხელ დი მარია
35)ხავიერ პასტორე
34)რაიან გიგზი
33)ედენ ჰაზარდი
32)ჯეკ უილშირი
31)მარიო გომესი
30)ნეიმარი
29)სერხიო ბუსკეცი
28)ვესლი სნეიდერი
27)ლუკა მოდრიჩი
26)კუნ აგუერო
25)ანტონიო დი ნატალე
24)ჯუზეპე როსი
23)ჰალკი
22)დავიდ ვილა
21)ზლატან იბრაგიმოვიჩი
20)დანი ალვეში
19)გარეთ ბეილი
18)ტიაგო სილვა
17)უეინ რუნი
16)მანუელ ნოიერი
15)სამუელ ეტო'ო
14)ნური შაჰინი
13)ხერარდ პიკე
12)ლუის სუარესი
11)კარლოს ტევესი
10)ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო)
9)ედისონ კავანი
8)მესუთ ოზილი
7)ალექსის სანჩესი




სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)