ლასანას ბედი კვლავ გაურკვეველია

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და ლასანა დიარას შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ფრანგ ფეხბურთელს ესპანეთის დატოვება სურს, მისით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება, მაგრამ მოლაპარაკებები აშკარად გაჭიანურდა.


როდესაც 10 ნომრიანი მაისური მესუთ ოზილს გადაეცა, ყველა დარწმუნდა, რომ მომავალ სეზონში დიარა "რეალის" ღირსებას აღარ დაიცავდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ფრანგი საყრდენი ჯერ კიდევ "ბლანკოსის" წევრად ითვლება.

ახალგაზრდა ნახევარმცველის რამდენიმე გუნდი ინტერესდება, მაგრამ ყველაზე მეტად ტოტენჰემი აქტიურობს, "მამლებს" ძალიან სურთ ლასის დამატება, მაგრამ 12 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ, სამეფო კლუბის ადმინისტრაციას კი ფრანგის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს. სწორედ ამ თანხის გადახდის შემდეგ გახდა დიარა "რეალის" ფეხბურთელი რამდენიმე წლის წინ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირა რჩება, დრო ძალიან მალე გადის და ფეხბურთელი სერიოზულად ფიქრობს საკუთარ მომავალზე, მან "რეალს" ულტიმატუმი წაუყენა, ფრანგ ფეხბურთელს თამაში სურს, რისი საშუალებაც "ბლანკოსში" არ ეძლევა ამიტომ აუცილებელია გუნდის გამოცვლა.

დედაქალაქელებს უახლოეს მომავალში მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ფრანგ ფეხბურთელთან იქნება დაკავშირებული. dle 10.1

  • Hala
  • 15 აგვისტო 2011
  • 1826
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)