ჟოზე: "ვერავინ ვერ დამადუმებს"

105 დღიანი დუმილისა და მოსამზადებელი ეტაპის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შემდეგ (იგულისხმება ღია ვარჯიში 57 000+ მაყურებლის თვალწინ) მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, არც მეტი, არც ნაკლები თავად ჟოზე მოურინიო. თავის ჩვეულებრივ სტილში შეაფასა პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდის მზადყოფნა, ამავდროულად უარი განაცხადა მეტოქის შეფასებაზე.


რა შემადგენლობას დააყენებთ მატჩის დასაწყისისთვის?

თქვენ ეს უჩემოდაც მშვენივრად იცით. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი კითხვა გვაქვს: დი მარია, თუ კოენტრაო.

რას იტყვით ბენზემაზე?

მან გამოიმუშავა ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილი. ამჟამად ჩვენ ძალზედ შეზღუდული შემადგენლობა გვყავს. ეს ჩვეულებრივი სიტუაციაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ორი ან სამი ფეხბურთელი ტრავმირებულია. სხვა დანარჩენები განაცხადსი შეყვანილნი არიან. ასეთი შემადგენლონა-ჩვენი გადაწყვეტილებაა და საკუთარ თავზე ვიღებთ ამ გადაწყვეტილების ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.

რატომ განაცხადეთ უარი გუნდურ შეკრებაზე ამ თამაშის წინ?

ძალიან დიდი დრო გავატარეთ მოგზაურობაში ჩვენი ოჯახებისგან შორს. ეს შესნიშნავი საშუალებაა ფეხბურთელებისთვის გაატარონ თავიანთი დრო ოჯახის წევრებთან ერთად მანამ, სანამ მოუწევთ კვირის განმავლობაში სამი მატჩის ჩატარება.

სუპერთასის შედეგი იმოქმედებს ახალ სეზონზე?

ეს განცალკევებული და იზოლირებული ტურნირია. სუპერთასზე წაგების შემდეგ მე "ინტერთან" ერთად სამი ტიტული მოვიგე. სუპერთასი ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია და სეზონისაც, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა , ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე Pirelli, Bwin და სხვათა ტურნირები, მაგრამ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და თასის გათამაშებასთან მიმართებაში.

ისევე ითამაშებთ, როგორც ჩემპიონთა ლიგის დროს, თუ უფრო მეტ ყურადღებას შეტევაზე გაამახვილებთ?

ყველაზე მთავარი რამ ვისწავლე-არ არის საჭირო სიმართლე ილაპარაკო.

არ გეჩვენებათ, რომ "რეალი" უფრო მომზადებულია, ვიდრე "ბარსელონა"?

ჩვენ არ ვემზადებით სუპერ თასისთვის, არამედ სეზონისთვის. ბევრი რამის გაუმჯობესება მოვახერხეთ, ასე რომ მზად ვართ გამარჯვებისთვის.

ეხლა უფრო თავშეკავებულ მოურინიოს ვიხილავთ? ასეა თუ ისე, თქვენ გაიძულეს ენისთვის კბილი დაგეჭირათ?

არა, მე ვერავინ ვერ გამაჩუმებს, ლაპარაკს მომავალშიც გავაგრძელებ, ვინაიდან ასეთი ვარ.

შემადგენლობაში ცვლილებები იქნება თუ არა?

ჯერ კიდევ არაფერი არაა გადაწყვეტილი. სატრანსფერო ბაზარი 31 აგვისტომდე ღიაა. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღო დასრულებული და დაკომპლექტებული შემადგენლობა. ძირითადი შემადგენლობიდან არავინ არ წავა და არავინ არ მოვა. ძალზედ დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს , თითოეულ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას და რაც მთავარია, გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე თანაბრად თამაშბენ. გულშემატკივრებიც დიდი იმედებით გვიყურებენ, მათ ეს დაამტკიცეს, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოვიდნენ და დაესწრნენ ვარჯიშს, ნაცვლად იმისა, რომ ამ სიცხეში სადმე დასასვენებლად წასულიყვნენ. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ მე ახალი ფეხბურთელი არ მჭირდება.

აი, იწყება თქვენი მეორე სეზონიც.. დებთ თუ არა პირობას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებთ?

ჩემპიონთა ლიგაზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მანამ სანამ დისკვალიფიცირებული ვიქნები. მე კარიერაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მქონდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ისეთმა ინსტიტუტმა , როგორიც უეფაა, რომელიც არ გვევლინება ნორმალურ და დემოკრატიულ ორგანიზაციად, მცირედით, მაგრამ მაინც შეამცირა ჩემს მიმართ გატარებული სადამსჯელო ზომები, ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. მათ არ შეეძლოთ ძალიან შეემცირებინათ ჩემი სასჯელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ვითომცდა უმნიშვნელო დათმობა დიდი მნიშვნელობისაა.

დღევანდელი "ბარსა" ისტორიაში საუკეთესოა?

მე არ ვლაპარაკობ "ბარსელონაზე" .

თქვენი დამოკიდებულება ლა ლიგის პირველი ორი ტურის შესაძლო ჩაშლასთან დაკავშირებით...

ამ ეტაპზე მე ეს არ მადარდებს. მას შემდეგ, რაც განმეორებითი შეხვედრა მორჩება მე , რა თქმა უნდა , დავინტერესდები ჩატარდება თუ არა შეხვედრები. თუ არ მოგვიწევს თამაში, მაშინ ფეხბურთელებს ხუთშაბათს და პარასკევს დავასვენებ. თუ გადაწყვეტილება არ იქნება ნათელი , მაშინ ამ რისკზე ვერ წავალ.

შაჰინი თავს როგორ გრძნობს?

უკეთესად. ჭორებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მან ტრავმა ჩვენთან მიიღო. თუ გაფიცვა არ იქნება , ის "ატლეტიკოსთან" აუცილებლად ითამაშებს.

ვარანეს ადაპტაცია როგორ მიდის?

მას ძალიან ადვილად შეუძლია გულშემატკივრებს შეაყვაროს თავი. გუშინ 50 000-ზე მეტი გულშემატკივრის წინ ის ისე ვარჯიშობდა, როგორც არასდროს.

ეს მატჩ-რევანშია "ბარსელონას" წინააღმდეგ?

არა , ეს მორიგი შეხვედრაა.






წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 14 აგვისტო 2011
  • 2539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)