იკერი&ხავი , ხავი&იკერი და რიცხვი 25

ეს ორი ადამიანი ეგვიპტეში გამართული 17 წლამდელთა ჩემპიონატიდან მოყოლებული ერთად მოდიან.


ბედმა იკერი და ხავი მოსისხლე მტერთა ბანაკში გაამწესა, ერთი "მადრიდის რეალის" კანტერას აღზრდილი და გამოშვებაა, ხოლო მეორე კი "ბარსელონას" ლა მასიის სახე. მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ახლო და კარგი მეგობრები არიან. პირველად ეგვიპტის 17 წლამდელთა ჩემპიონატზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მათ მესამე ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ იყო, 1999 წლის ნიგერიის 20 წლამდელთა ჩემპიონატი, სადაც მათმა ნაკრებმა პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა. აქედან მოყოლებული მათი ცხოვრება და კარიერა პარალელურ რეჟიმში ვითარდება. გამონაკლისი მხოლოდ 2000 წელია, როცა იკერი ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა, ხოლო ხავი კი იმ დროს ოლიმპიურ თამაშებზე იყო სიდნეიში. დღეს საღამოს ისინი ერთმანეთს ოცდამეხუთეჯერ დაუპირისპირდებიან. ხავის საერთო ჯამში 26 "კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული, იკერს ორით ნაკლებში (24) , ის ორი მაშინ გამოტოვა, როცა 2002 წლის ნახევარფინალში დელ ბოსკემ მას სეზარი ამჯობინა.

ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული თამაშებიდან მოგებების მხრივ სასწორი "ბლაუგრანელის" მხარესაა ათი მოგებით, იკერი 8-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო 6 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ორივეს დებიუტი კლასიკოეში ერთსა და იმავე დღეს შედგა: 2000 წლის 26 თებერვალს, მაშინ "მადრიდის რეალმა" 3:0 დაამარცხა მეტოქე (რობერტო კარლოს, ანელკა და მორიენტესი გატანილი გოლების ავტორები).

რაც შეეხება ტიტულებს, აქაც თანაფარდობაა, მცირედით "ბარსელონას" ფეხბურთელი ჯობნის მადრიდისტას. ხავის ანგარიშზე 18 ტიტულია (3 ევროპის თასი, 6 ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის ჩემპიონატი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი) , ხოლო იკერისაზე კი 14 (2 ევროპის თასი, 4 ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 საერთაშორისო თასი, 1 ევროპის ჩემპიონატი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი). ხავიმ ახალგაზრდულ ნაკრებში 57 შეხვედრა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში კი 101 შეხვედრა ჩაატარა, იკერის მაჩვენებელი ამ მხრივ არის 41 შეხვედრა ახალგაზრდულში და 122 ეროვნულში.

მეგობრები

მას შემდეგ, რაც 17 წლისანი იყვნენ ისინი ერთად მოდიდან. ორივენი ღარიბ ოჯახში იზრდებოდნენ. ორივეს ერთმანეთი ძალიან უყვარს და უდიდეს პატივს სცემენ. იკერი ძალზედ გაბრაზებული იყო, როცა წინა წელს ხავის ოქროს ბურთი არ მისცეს: "ის ამას იმსახურებდა."-აცხადებდა იგი. "ხავი ძალიან საყვარელი და სასაცილო პიროვნებაა, მე მას უდიდეს პატივს ვცემ."-ესეც იკერ კასილასის სიტყვებია.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ხავის იკერის მიმართ.

დღეს ეს ორი ადამიანი , მტრები , მაგრამ ამავდროულად ძალზედ ახლო მეგობრები ოცდამეხუთეჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 14 აგვისტო 2011
  • 2474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)