კარიმ ბენზემა: "შვიდი კილო დავიკელი"

მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდამა AS.Com-ის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


- როგორ შაფასებდით რეალთან ერთად ჩატარებულ წინასასეზონო შეკრებას? ყველა ძალიან გაქებთ...

- გასული სეზონისგან განსხვავებით, 7 კილო დავიკელი და ახლა იდეალური წონა მაქვს. მადრიდში ჩამოსვლამდე 1 კვირით ადრე იტალიაში ვვარჯიშობდი, ამის წყალობით გუნდს სწორედ იმ ფორმაში დავუბრუნდი, რომლითაც სეზონი დავამთავრე. ახლა შესანიშნავად ვგრძნობ თვს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

- რა არის თქვენი წლევანდელი მიზანი?

- ჩვენ ყველა ტურნირის მოგება გვსურს. შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ და იმედი მაქვს ყველა მიზანს მივაღწევთ. ეს მადრიდის რეალის დიდების სეზონი უნდა იყოს.

- მადრიდის რეალმა თქვენი თანამემამულე რაფაელ ვარანი შეიძინა, როგორ მიდის მისი ადაპტაცია?

- ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და მზად ვარ დავეხმარო ყველაფერში. ვცადილობ გამოცდილება გავუზიარო, რადგან მე უკვე გავიარე ის ეტაპი, რომელსაც ახლა რაფაელი გადის. ყოველთვის ვლაპარაკობ მასთან და უკვე ვუთხარი, რომ თუ რაიმე პრობლემა შეექმნება მზად ვარ დახმარების ხელი გავუწოდო.

- ზინედინ ზიდანი პირველი გუნდის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, როგორ შეაფასებდით მის ახალ ფუნქციებს?

- ძალიან გამიხარდა. ადრე მას კარგად არ ვიცნობდი, ახლა კი ყოველ დღე ვსაუბრობთ ფეხბურთისა და ცხოვრების შესახებ. მან სრულყოფილად იცის კლუბის ღირებულებები და მეხმარება მადრიდის რეალში ჩემი ტალანტის განვითარებაში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს გვერდით არიან ზინედინ ზიდანი და ჟოზე მოურინიო, მათთან მუშაობა ჩემთვის სიამოვნებაა.

- თქვენ ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლორან ბლანმაც შეგაქოთ...

- ბლანი ძალიან კარგი მწვრთნელია, მან მოიპოვა გულშემატკივრების ნდობა და რაც მთვარია დააბრუნა ფეხბურთი საფრანგეთის ნაკრებში.

"ზიდანის დიეტის" უპირატესობა


სამეფო კლუბის შიდა სამზარეულოში ზიდანის შეშვების შემდეგ, ბენზემას ადაპტაცია წარმატებით დასრულდა. ზიზუ თავდამსხმელის პერსონალურ დიეტოლოგად მოგვევლინა, რისი წყალობითაც კარიმის პოტენციალი და შესაძლებლობები ყველამ დაინახა, მათ შორის ჟოზე მოურინიომაც, რომელიც ახლა თეთრების "ცხრიანს" მთავარ დამრტყმელ ძალად მოიაზრებს.

ზიდანის პირველი ტრანსფერი ვარანი კი არა, ახალი ბენზემა იყო, რომელმაც თვისი თავი სამეფო კლუბში ზიზუს მოსვლის შემდეგ იპოვა. ზიდანმა შეიმუშავა სპეციალური "დიეტა" ფორვარდისათის. არ დაგავიწდეთ, რომ ზინედინის და კარიმის წინაპრები ალჟირში ცხოვრობდნენ და არ არის გამორიცხული მეზობელი სოფლების მკვიდრნი ყოფილიყვნენ, ამიტომ ვის უნდა სცოდნოდა ბენზემას წამალი თუ არა ზიზუს? ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ნახევრად დიეტოლოგია სამეფო კლუბის თავდამსხმელისათვის (იგი აკონტროლებს მის კვებას), ნახევრად რეპეტიტორი (ბენზემას პირადი ცხოვრება სამაგალითო არ ყოფილა). ამ ყველაფრის შედეგი კი არის ის, რომ ბენზემა უფრო კარგად მოძრაობს მოედანზე, იგი უფრო ხშირად იხსნება და უტოვებს თავისუფალ ზონას თანაგუნდელებს, რომლითაც ან თვად სარგებლობს ან გუნდი. dle 10.1

  • SunSay
  • 13 აგვისტო 2011
  • 2597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)