პაჩეკო: "თავს არ მივცემ უფლებას კასილასს შევედარო"

"მოურინიო ჩვენ გვენდობა და ეს გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი მოვინდომოთ და ვიშრომოთ."-აცხადებს ესპანეთის 20 წლამდელთა და "მადრიდის რეალის" გოლკიპერი პაჩეკო.


"თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ იკერს შევედარო. ის სხვა განზომილებაა. ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა"-მიუხედავად პაჩეკოს ამ სიტყვებისა, გამომცემლობა მარკა წერს, რომ "მადრიდის რეალ ც"-ს გოლკიპერმა ისეთივე რეაქციები და თამაში აჩვენა მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე, როგორიც იკერ კასილასს სჩვევია. სწორედ მისი დამსახურებით მოხვდა ესპანეთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალში, სადაც ბრაზილიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან (თამაში ესპანეთის დროით საღამოს 01:00 საათზე ორშაბათს გაიმართება)

პაჩეკომ სამხრეთ კორეასთან ბრწყინვალედ ითამაშა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მოგერიებული თერტმეტმეტრიანი დარტყმა. "როგორც იცით თერთმეტმეტრიანი დარტყმები ლატარეაა, იმ დღეს მე გამიმართლა. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ძალებში, შევძელი რეაქციის მოხდენდა და ბურთის მოგერიება. ჩვენ ეს დავიმსახურეთ." მადრიდისტამ ასევე შეაქო ფაბრიკის კარგი გამოსვლა და ის მოტივაცია, რომელიც თითოეულ კანტერანოს გაუჩნდა გუნდში მოურინიოს მოსვლის შემდეგ. " "მადრიდის რეალის" საფეხბურთო სკოლა ბრწყინვალე მდგომარეობაშია. მარტო ისღა დარჩენია ხალხს, რომ თვალი ადევნოს თითოეულ ფეხბურთელს. ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. მოურინიომ რამოდენიმე მათგანი გამოცადა და ეს სხვა დანარჩენებს უფრო მეტი მუშაობის სურვილსა და მოტივაციას გვიჩენს."


წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 12 აგვისტო 2011
  • 1895
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)