ისტორია: რეალი სუპერთასზე დაუმარცხებელია

 

"კლასიკოებში", რომელიც ესპანეთის სუპერთასის ეგიდით იმართებოდა, აშკარა უპირატესობა მადრიდის რეალის მხარეზეა. ისტორიის მანძილზე "ბარსელონა" და "რეალი" ოთხჯერ შეხვდნენ რათა ერთმანეთს ამ ტიტულისთვის გაჯიბრებოდნენ. აქედა სამჯერ რეალი ესპანეთის ჩემპიონის რანგში წარსდგა.


 


• 1988 •


პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართა, რომელშიც რეალმა 2:0 იმარჯვა. თეთრები იმ დროისათვის "ლა ლიგის" მოქმედი ჩემპიონები იყვნენ. მიჩელისა და უგო სანჩესის გოლიებმა მადრიდელებს საშუალება მისა წყნარად და დამაჯერებლად გასულიყვნენ "ნოუ კამპის" განმეორებით მატჩზე. აღსანიშნავია, რომ ამ კლასიკოებში თავის პირველ გამოცდას გადიოდა ბერნდ შუსტერი, რომელიც იმხანად, ბარსელონადან ახლად გადმობარგებული იყო ბლანკოსის რიგებში. განმეორებით მატჩში ბარსელონამ დაამარცხა ლეო ბენჰაკერის შეგირდები ანგარიშით 2:1. ბუტრაგენიოს გოლს პაკერომ დუბლით უპასუხა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ რეალის ფეხბურთელებმა სტადიონს საპატიო წრე დაარტყეს, მაგრამ სტადიონის დატოვება ბადრაგის თანხლებით მოუწიათ.



ისტორია: რეალი სუპერთასზე დაუმარცხებელია



• 1990 •


თეთრებმა კამპ ნოუზე, მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს, მიჩელის გოლის წყალობით. ამ მატჩში ხრისტო სტოიჩკოვი გაძევებული იქნა იმის გამო, რომ მსაჯს ურისარუ ასპიტერტეს ფეხზე დააბიჯა. მოგვიანებით მან მოუბადიშა თანაგუნდელებს იმის გამო, რომ გუნდი უმცირესობაში დატოვა. განმეორებით მატჩში ბლანკოსმა გაანადგურა ბარსელონა 4:1. ორი გოლი ბუტრაგენიომ მიითვალა, ხოლო თითო-თითოჯერ თავი სანჩესმა და არაგონმა გამოიჩინეს.







• 1993 •


ამ წელს რეალი, როგორც სამეფო თასის მფლობელი ისე იბრძოდა სუპერთასისთვის. ალფონსომ (2) და სამორანომ დაეხმარეს გუნდს რათა მადრიდში მიეღწიათ გამარჯვებისთვის (3:1). კამპ ნოუზე თავი მადრიდელთაგან სამორანომ და ბლაუგარნას რიგებიდან ბაკერომ გამოიჩინეს და მატჩში ფრე 1:1 დაფიქსირდა.


ისტორია: რეალი სუპერთასზე დაუმარცხებელია



• 1997 •


პირველ მატჩში გაიმარჯვა ბარსელონამ (2:1), ნადალისა და ჯოვანის გოლებს რაულმა უპასუხა ერთი გოლით. მადრიდში კი თეთრებმა 4:1 გაანადგურეს კატალონიელები და თასი დედაქალაქში გააგზავნეს. რაულმა დუბლი მიითვალა, ხოლო მიატოვიჩმა და ზეედორფმა თითო-თითო გოლით გამოიჩინეს თავი.





 
  dle 10.1

  • khmala
  • 12 აგვისტო 2011
  • 2633
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)