კასილასი: "გულშემატკივრებს ბევრ სიხარულს მოვუტანთ"


მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ლოს ანჯელეს გალაქსის" და "რეალის" დაპირისპირებაში, "თეთრების" გულშემატკივარი ბევრ პოზიტიურ ემოციას მიიღებს.


"სეზონის და სხვადასხვა ტიტულებისთვის ბრძოლის დაწყებას სულმოუთქმელად ველოდები. გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის და ითხოვს. ჩვენ გუნდს შეემატნენ ახალი კარგი მოთამაშეები, რომლითაც "რეალი" კიდე უფრო გაძლიერდა. ჩვენ არამარტო ამ თამაშში არამედ სხვა თამაშებშიც ვეცდებით, რომ "რეალის" გულშემატკივარს სიხარული და მხოლოდ პოზიტიური ემოცია მოვუტანოთ".

მოურინიომ განაცხადში შეიყვანა ოთხი მეკარე, რომელიც კანტერიდან წამოიყვანა, ამის შესახებ კასილასმა თავისი კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ იმ ოთხი მეკარის განაცხადში შეყვანით, რომელიც მოურინიომ აირჩია. ისინი საკმაოდ პერსპექტიულები და კარგი მოთამაშეები არიან. ამას გარდა "რეალის" კანტერაში სხვადასხვა პოზიციის მქონე ფეხბურთელების გარდა ძალიან პერსპექტიული მეკარეებიც ასპარეზობენ, რაც მომავალში იმედის მომცემია. იმ ახალგაზრდა მეკარეებს რომელიც მოურინიომ განაცხადში შეიყვანა, ვფიქრობ დიდი მომავალი აქვთ და ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად მუშაობა".

"ამ სეზონში ეს პირველი მატჩი იქნება რომელსაც "რეალი" გამართავს. ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრებს მაქსიმალურად ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ და ჩვენი თამაშით დავატკბობთ".

ასევე პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა კრიშტიანუ რონალდუ და კასილასმა მას მისი თანამემამულის ფაბიო კოენტრაოს შესახებ თავისი აზრი გაუზიარა:

"იგი არის აღმაფრთოვანებელი და ძალიან პერსპექტიული მოთამაშე, ხოლო ის სიტუაცია რაც ახლა მას შეექმნა, რომ იგი გადმოვიდა მადრიდის "რეალში" ეს მას საშუალებას აძლევს გაიზარდოს როგორც ნამდვილი ფეხბურთელი".

marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)