მეტი, ვიდრე ფული

ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით ფლორენტინო პერესმა "რეალს" უფრო მეტი გაუკეთა, ვიდრე ფული დახარჯა.


მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორის ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით ფლორენტინო პერესის მოსვლის შემდეგ გუნდს სხვადასხვა სტატუსი და იმიჯი ექნება. პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კლუბს ძველი სახელი და დიდება დაუბრუნოს. ბუტრაგენიო თვლის, რომ ფული და ძვირადღირებული ტრანსფერები მცირედი ნაწილია იმისა, რასაც პერესი აკეთებს გუნდისთვის.

ემილიოს თქმით, ყველა კრიტიკულად უყურებს ძვირადღირებულ ტრანსფერებს. ის კი ავიწყდებათ თუ რამდენს აკეთებს ფლორენტინო გუნდის დიდებისათვის. რამონ კალდერონის წასვლის შემდეგ გუნდს დასჭირდა ძველებური იერსახის დაბრუნება. ბუტრაგენიოს აზრით, პერესი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება.

"ახლა პრეზიდენტი მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული და აპირებს მიაღწიოს დასახულ მიზნებს. რა თქმა უნდა ეს ძნელი საქმეა, მაგრამ მისი შესრულება შეიძლება. პერესი კი ამისთვის საუკეთესო კანდიდატია. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვეკიდებით საქმეებს და მზად ვართ მივაღწიოთ სიმაღლეებს. კალდერონის პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რაც აღარ უნდა განმეორდეს. მთავარი მიზანია ძველი დიდება დავუბრუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა" – განაცხადა ბუტრაგენიომ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 22 სექტემბერი 2009
  • 3238
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)