პეპე და სერხიო რამოსის პრეს-კონფერენცია

პეპე და სერხიო რამოსი ლოს-ანჯელესში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ორივე მათგანმა კმაყოფილება გამოთქვა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.


რამოსი

"მე ოცნება ამიხდა. როგორც იქნა, კლუბთან გავახანგრძლივე კონტრაქტი, მინდა ჩემი სახელი რაც შეიძლება დიდხანს იყოს დაკავშირებული "ბლანკოსებთან". აქ მოსვლის დღიდან, ერთადერთი, რაც მსურდა, "თეთრებში", რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე თამაში იყო."

"გვინდა, რომ ახალი სეზონი , რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ძალზედ მონდომებულები ვართ, ვიცით, თუ რა შეცდომები დავუშვით წინა სეზონში და გვინდა, რომ ისინი გამოვასწოროთ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, ეს ისაა, რომ მაქსიმალურად მოვემზადოთ ახალი ბრძოლებისთვის, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური განხრით. მოურინიო სერიოზული და მომთხოვნი მწვრთნელია. კლუბს ჭირდება ლიდერი, რომელიც იქნება წესრიგისა და სტაბილურობის გარანტი. მოუ ამისთვის ზედგამოწერილი და იდეალური ადამიანი, შესაბამისად, ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ."

"ზიდანი შესანიშნავი ადამიანია. ის უხდება იმ საქმეს, რომელსაც ხელი მოკიდა. ძალიან გვიხარია და ამაყები ვართ, რომ ასეთი მხარდამჭერი გვყავს. მისი გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენ, იმათ, ვინც ახალგაზრდები და ამბიციურები ვართ. დარწმუნებული ვარ, მისი კარი ყოველთვის ღია იქნება ნებისმიერი ჩვენგანისთვის, რა პრობლემაც არ უნდა წარმოიშვას."

"ვარანე ახალგაზრდაა და წინ დიდი მომავალი აქვს. ზიდანი მას ისე უბრალოდ არ ურჩევდა კლუბს. იმედი გვაქვს, ის სწრაფად ადაპტირდება კლუბთან."

პეპე

"ბედნიერი ვარ "მადრიდის რეალში" და კიდევ დიდხანს ვაპირებ აქ დარჩენას, კონტრაქტის გახანგრძლივებაში მწვრთნელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა."

"კაკა ბრწყინვალე ფეხბურთელია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და ის კვლავ შეძლებს ჩვენ დახმარებას. იგი ძალზედ გამოსადეგი იქნება ჩვენთვის და ბევრ სიკეთეს მოუტანს კლუბს."

"კოენტრაო ბრწყინვალე ფეხბურთელია და ის ამჟამად საუკეთესო კლუბში იმყოფება. ის ძალიან ბევრს იმუშავებს."


წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 14 ივლისი 2011
  • 2376
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)