”თავს სახლში ვგრძნობთ”

ჟოზე მოურინიომ, იკერ კასილასმა, დევიდ ბექჰემმა, ლენდონ დონოვანმა, კრიშტიანო რონალდომ და არენამ პრესკონფერენცია გამართეს...


მოურინიო:
”დღეს, დილით, ჩემი ფეხბურთელები ძალიან დაღლილები იყვნენ, რადგან შვებულების შემდეგ, მათ მოუწიათ ამერიკაში გაფრენა და პირველი სერიოზული ვარჯიში. ვფიქრობ, რომ ისინი, კიდევ უფრო დაღლილები იქნებიან პირველი თამაშის მერე, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება”.

”სამეფო კლუბი ლოს ანჯელესში ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო, დევიდს შვილის დაბადება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მას”.

”უბედნიერესი ვარ, რომ კონტრაქტი რამოსმა და პეპემ გაახანგრძლივეს, რადგან ისინი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან. მათ ძალიან დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ გუნდისთვის, რაც არაერთხელ დაამტკიცეს”.

”კარგია, რომ იკერი 30 წლისაა და გუნდში, კარვალიოს შემდეგ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდული გუნდი გვყავს”.

კასილასი:
”აბსოლიუტურად ვეთანხმები ჟოზეს, იმაში, რომ ახალგაზრდული გუნდის ყოლა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც მომავალში იქნება შეუჩერებელი. ასევე, აუცილებლად უნდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განაცხადში მოხვდა 4 მეკარე კანტერიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის”.


რონალდო:
”კოენტრაო ძალიან ბედნიერია ჩვენთან ერთად ყოფნით და მას ეძლევა უნიკალური შანსი თავის წარმოჩენისთვის. დარწმუნებული, ვარ, რომ, ფაბიო ყველას დაანახებს, რომ ის ძალიან მაგარი ფეხბურთელია”.

”გალაქსისთან მატჩი იქნება მნიშვნელოვანი, რაგდან, გუნდი დაიწყებს ფორმის დაბრუნებას”.

ბექჰემი:
”ინგლისური კარიერის შემდეგ, ჩემი საუკეთესო წლები ”რეალში” გავატარე და მოხარული ვარ, რომ ამ კლუბს შევხვდებით. დედაქალაქელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელშიც ირიცხებიან ისეთი ვარსკვლავები როგორებიც, კრიშტიანო და იკერი არიან”.

დონოვანი:
”ამ თამაშის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი გამოცდილება დამიგროვდება, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ”.

არენა:
”ეს იქნება ულამაზესი შეხვედრა, რომელშიც ძალიან ძლიერი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. ”რეალი” დიდებული კლუბია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)